"მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან" - პროტესტი პარლამენტთან
ქუთაისში, საზოგადოების ნაწილმა ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო პარლამენტთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, 21–ე საუკუნეში ადამიანები შიმშილით არ უნდა იხოცებოდნენ.
"მრცხვენია, რომ 1 წლის ბავშვი გარდაიცვალა შიმშლისგან", – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე ლაშა მესხი: "23 მარტი ჩემთვის არის საყოველთაო სირცხვილის დღე".
1 წლის გოგიტა აბაშიძე ბათუმის საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია.
გოგიტა აბაშიძე ბავშვთა საავადმყოფოში 21 მარტს მოათავსეს.
ავტორი: სოფო ბობოხიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა


![ქოლგების ორდენოსანი შემკეთებელი ქუთაისიდან [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/00512.00_00_14_34.Still003_3.bmp)
![ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა [VIDEO]](http://newpress.ge/uploads/all/bandicam%202020-01-14%2015-02-47-730.jpg)

17:36
14:52
15:24
15:25
21:40












