|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

ქუთაისის კლინიკებში პაციენტებისათვის ბრძოლა დაიწყო

ქუ­თა­ის­ში არ­სებული პო­ლიკ­ლი­ნი­კები სახელ­მწი­ფო დაზ­ღვე­ვის მი­სა­ღებად მო­ქა­ლა­ქეებს მა­თი სურ­ვი­ლის გა­რე­შე, თა­ვად არე­გის­ტრი­რებენ. გარ­და ამი­სა, რო­გორც ირ­კვე­ვა, დაზ­ღვე­ულ­თა მე­ტი რა­ო­დე­ნობის მო­სა­ზი­დად პო­ლიკ­ლი­ნი­კები და მა­თი მედ­პერ­სო­ნა­ლი არც აგი­ტა­ცი­ა­სა და კონ­კუ­რენ­ტად მიჩ­ნე­უ­ლი კლი­ნი­კების ჩა­ძირ­ვას ერი­დებიან.

სა­მე­დი­ცი­ნო დაზ­ღვე­ვის ახალი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვლი­დან და­იწყო, მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლებას აძ­ლევს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულება არა ად­გილ­მდებარეობის, არა­მედ სურ­ვი­ლის მიხედ­ვით შე­არ­ჩი­ოს. თუმ­ცა, რო­გორც  newpress-ს რა­მო­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქემ აცნ­ობა, პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში და­სა­რე­გის­ტი­რებლად მის­ვლი­სას, ისი­ნი უკ­ვე სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წებულებაში დაზ­ღვე­უ­ლები აღ­მოჩ­ნდნენ. თუმ­ცა, შე­საბამი­სი განცხადებით აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლიკ­ლი­ნი­კი­სათ­ვის არ მი­უ­მარ­თავთ. გარ­და ამი­სა, რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის შევსებულ განცხადებაზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს მა­თი­ვე ხელ­მო­წე­რები.

სა­მე­დი­ცი­ნო დაზ­ღვე­ვის ახალი პრო­ექ­ტით დაზ­ღვე­ვა იმ ადა­მი­ა­ნებს ეხება, რომ­ლებიც ამ დრომ­დე სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალყურეობის ქვეშ არ იმყოფებოდ­ნენ. კერ­ძოდ, საუბარია 6 წლი­დან 60 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებსა და 6 წლი­დან 65 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცების დაზ­ღვე­ვა­ზე. გარ­და ამი­სა, სახელ­მწი­ფომ 71 თეთრით გაზარდა (1.11 ლარი) ერ­თი ადა­მი­ა­ნის დაზ­ღვე­ვის ღი­რებულება. ამი­ტომ, სა­მე­­დი­ცი­ნო და­წე­სებულებები ერ­თმა­ნე­თის ბენე­ფი­ცი­ა­რების მო­სა­ზი­დად აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას არ იშუ­რებენ.

ქუ­თა­ი­სის №4 პო­ლიკ­ლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მის ბეჟან მა­მა­გე­იშ­ვი­ლის თქმით, მა­თი და­წე­სებულების ბენე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნობა ქა­ლა­ქის მო­სახლეობის დაახლოებით 20-25%-ს მო­ი­ცავს. რო­გორც მა­მა­გე­იშ­ვი­ლი ამბობს, თუ ერ­თი თვის ვა­და­ში მო­ქა­ლა­ქე პო­ლიკ­ლი­ნი­კას არ მი­ა­კითხავს და დაზ­ღვე­ულ­თა ერ­თი­ან სი­ა­ში მო­სახვედ­რად განცხადებას არ და­წერს, მას დაზ­ღვე­ვა უუქ­მდება. მა­მა­გე­იშ­ვი­ლი პო­ლიკ­ლი­ნი­კების მი­ერ, მო­ქა­ლა­ქეების და­რე­გის­ტრი­რებას მა­თი სურ­ვი­ლის გა­რე­შე, სწო­რედ ამ მი­ზე­ზებით ხსნის.

„რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე ჩვენ­თან მო­დის და აღ­მო­ა­ჩენს, რომ დაზ­ღვე­უ­ლი არ არის,  ჩვენ გვექ­მნება პრობლე­მები.  ამი­ტომ, ხდება ასე­თი რამ, რომ უბნის ექი­მი მი­დის ისეთ ადა­მი­ა­ნებთან, რომ­ლებმაც და­წე­სებულებას არ მი­ა­კითხეს, ოჯახის წევ­რების ან მე­ზობლების ინ­ფორ­მა­ცი­ით ისი­ნი სი­ა­ში შეჰყავს და სა­ა­ვადმყოფო­ში ბენე­ფი­ცი­ა­რებად არე­გის­ტრი­რებს. ჩვენ გვირ­ჩევ­ნია ადა­მი­ა­ნები სხვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­ვიყვა­ნოით სი­ა­ში, ვიდ­რე ისი­ნი დაზ­ღვე­ვის გა­რე­შე დარ­ჩნენ," - ამბობს ბეჟან მა­მა­გე­იშ­ვი­ლი.

№4 პო­ლიკ­ლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მის თქმით,  აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში პო­ლიკ­ლი­ნი­კები და მა­თი მედ­პერ­სო­ნა­ლი სხვა პო­ლიკ­ლი­ნი­კების მი­სა­მარ­თით ან­ტი­რეკ­ლა­მას ეწე­ვი­ან.

„სხვა პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექი­მი მი­დის იმ უბან­ში, რო­მე­ლიც ჩვენს პო­ლიკ­ლი­ნი­კას ეკუთ­ვნის და ჩვენ­თან დაზ­ღვე­უ­ლებს ეუბნება, რომ მა­თი და­წე­სებულება კარ­გია და სა­დაც ის და­ეზ­ღვია ცუ­დი," - ამბობს მა­მა­გე­იშ­ვი­ლი.

დაზ­ღვე­ვის ახალი პა­კე­ტი სისხლის, შარ­დის ანა­ლიზს, კარ­დი­ოგ­რა­მა­სა და შაქ­რის ანა­ლი­ზის გა­კე­თებას მო­ი­ცავს.

პო­ლიკ­ლი­ნი­კებს შო­რის კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და ერ­თმა­ნე­თის ბენე­ფი­ცი­ა­რების მი­ტა­ცების პრო­ცესს ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ად აფა­სებენ ქუ­თა­ი­სის დი­მიტ­რი ნა­ზა­რიშ­ვი­ლის საოჯახო მე­დი­ცი­ნის სას­წავ­ლო ცენ­ტრში. და­წე­სებულების დი­რექ­ტო­რის მე­რაბ კვი­ცა­რი­ძის თქმით, მო­ქა­ლა­ქემ ის პო­ლიკ­ლი­ნი­კა უნ­და აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლიც მას სა­უ­კეთე­სო სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. კვი­ცა­რი­ძე თვლის, რომ სხვა პო­ლიკ­ლი­ნი­კებთან შე­და­რებით, მათ და­წე­სებულებას უპი­რა­ტე­სობები გა­აჩ­ნი­ა. მიუხედა­ვად ამი­სა, დაზ­ღვე­უ­ლების მათ ბენე­ფი­ცი­ა­რებად გა­სა­ფორ­მებლად პო­ლიკ­ლი­ნი­კას ძა­ლისხმე­ვა მა­ინც სჭირ­დება. კერ­ძოდ, რო­გორც კვი­ცა­რი­ძე ამბობს, ე.წ. სა­დაზ­ღვე­ვო აგენ­ტები  მო­ქა­ლა­ქეებს ბინა­ზე აკითხავენ. მათ კლი­ნი­კა­ში არ­სებულ ყვე­ლა სერ­ვისს სთა­ვა­ზობენ, აკე­თებენ აგი­ტა­ცია-პრი­პა­გან­დას და მო­ქა­ლა­ქეებს განცხადებებზე ბინა­ზე­ვე აწე­რი­ნებენ ხელს. 

ბენე­ფი­ცი­­რების მო­სა­ზი­დად კლი­ნი­კებს შო­რის არ­სებულ „ომ­თან" და­კავ­ში­რებით  ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხადებენ, რომ ეს სა­კითხი მათ არ ეხებათ და თა­ვად  პო­ლიკ­ლი­ნი­კების გა­და­საწყვე­ტი­ა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 74.65%
ჯერ ადრეა - 18.31%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.04%
სულ - 71 ხმა