|
  • EUR 1 = GEL 3.5366
  • USD 1 = GEL 3.1761
|

ხერხემალგამრუდებული თაობა - მოსალოდნელი საფრთხე მოზარდებში

მე­დი­კო­სების თქმით, ქუ­თა­ის­ში ყოვე­ლი ათი ბავ­შვი­დან რვას, ხერხემ­ლის პრობლე­მები აღე­ნიშ­ნება.

ექი­მების გან­მარ­ტებით, მო­ზარ­დებში საყრდენ-მა­მოძ­რა­ვებელი სის­ტე­მის და­ზი­ა­ნების მა­ტების ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი სას­კო­ლო ჩან­თებია. რადგან, 5-დან 10-წლამ­დე ბავ­შვების­თვის, სამ კი­ლოგ­რამ­ზე მე­ტი ტვირ­თის ტა­რება, მა­თი ჯან­მრთე­ლობის­თვის სა­ში­ში­ა.

"ბავ­შვის ხერხემა­ლი ამ პე­რი­ოდ­ში არ არის ჩა­მოყალიბებული. ამი­ტომ მძი­მე ჩან­თების ტა­რებამ შე­საძ­ლოა, მა­თი ჯან­მრთე­ლობა სე­რი­ო­ზუ­ლად და­აზი­ა­ნოს," - ამბობს ქუ­თა­ი­სის პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ორ­თო­პედ - ტრავმა­ტო­ლო­გი, ასო­ცი­რებული პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ მი­ქი­აშ­ვი­ლი.

მცი­რეწ­ლო­ვა­ნი  მოს­წავ­ლეების ჩან­თის სიმ­ძი­მის და­სად­გე­ნად, "ნიუპრესმა" მშობლებთან ერ­თად ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ატ­რა. ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გად, დად­გინ­და რომ 6-დან 10-წლამ­დე მო­ზარ­დის სას­კო­ლო ჩან­თა, სა­შუ­ა­ლოდ 6 კი­ლოგ­რამს იწო­ნის.

"ჩვენს შვი­ლებს ყოველ­დღი­უ­რად, ორჯერ მე­ტი ტვირ­თის ტა­რება უწევთ, ვიდ­რე რე­კო­მენ­დი­რებულია," - გან­მარ­ტავს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები თა­მარ კოს­ტა­ვა.

მშობლების აზ­რით, სას­კო­ლო ჩან­თების­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობლე­მების მო­საგ­ვა­რებლად, ხელი­სუფ­ლებამ დრო­უ­ლად უნ­და იზ­რუ­ნოს.

"პიკ­ზეა მძი­მე ჩან­თების პრობლე­მა ბავ­შვებში. აუ­ცი­ლებელია ამ მხრივ, რა­ი­მე გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ი­ღონ განათლების სამინისტროში. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, ალბათ მა­ლე ხერხემალ­გამ­რუ­დებულ თაობას მი­ვი­ღებთ," - ამბობენ ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები მო­ქა­ლა­ქეები.

წიგ­ნების სიმ­ძი­მეს­თან ერ­თად, რო­გორც მე­დი­კო­სები ამბობენ,  მო­ზარ­დებს პრობლე­მას ზურ­გჩან­თების  ფორ­მაც უქ­მნით. სას­კო­ლო ჩან­თების დი­დი ზო­მა ექი­მების აზ­რით,  ორ­თო­პე­დი­უ­ლად არას­წო­რი ფორ­მი­სა­ა. 

"მა­სი­უ­რად თით­ქმის ყვე­ლა ზურ­გჩან­თა არას­წო­რი ფორ­მი­სა­ა. დი­დი ზო­მის ჩან­თები კი მო­ზარ­დების თირ­კმელ­ზე ახდენს და­წო­ლას. რაც შემ­დეგ­ში, სწო­რედ ხერხემ­ლის პა­თო­ლო­გიებს იწ­ვევს,"  - ამბობს მა­რი­ამ მი­ქი­აშ­ვი­ლი.

მძი­მე ჩან­თის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობლე­მების პრე­ვენ­ცი­ის­თვის, მე­დი­კო­სების აზ­რით, აუ­ცი­ლებელია წიგ­ნის ფორ­მი­სა და მო­ცუ­ლობის შეც­ვლა. წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში, მა­თი თქმით, მო­ზარ­დებში არ­სებული ხერხემ­ლის პრობლე­მები პრო­ცენ­ტუ­ლად კი­დევ უფ­რო გა­იზ­რდება.

"ბოლო ათ­წლე­ულ­ში საყრდენ-მა­მოძ­რა­ვებელი სის­ტე­მების პა­თო­ლო­გი­ამ 90% პრო­ცენტს მი­აღ­წი­ა. მახსოვს, ჩემს ბავ­შვობაში სკო­ლი­დან ოთხ ბავშვს თუ ხერხემ­ლის პრობლე­მა აღ­მო­აჩ­ნდებოდა პა­ნი­კა იყო. ახლა პი­რი­ქი­თა­ა, თუ სკო­ლა­ში ოთხ ბავშვს მა­ინც აქვს იდე­ა­ლუ­რი ხერხემა­ლი, ეს უკ­ვე მიღ­წე­ვად ით­ვლება. ამი­ტომ აუ­ცი­ლებელია წიგ­ნების 

ფორ­მის და წო­ნის დაბალან­სება მოხდეს" - ამბობს მა­რი­ამ მი­ქი­აშ­ვი­ლი.

მო­ზარ­დების ჩან­თის შემ­სუბუქების აუ­ცი­ლებლობაზე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებიც საუბრობენ. მა­თი აზ­რით, წიგ­ნების სიმ­ძი­მეს, ცარ­ცის­გან დამ­ზა­დებული ფურ­ცლები იწ­ვევს. "ცარ­ცის­გან დამ­ზა­დებული ფურ­ცე­ლი გა­ცი­ლებით უფ­რო მძი­მე­ა. კარ­გი იქ­ნება, თუ ფაქ­ტუ­რა შე­იც­ვლება და ჩან­თა უფ­რო მსუბუქი გახდება," -ამბობს მე­ო­რე საჯარო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი სა­ლო­მე სა­რა­ლი­ძე.

წიგ­ნის ფურ­ცლების ფაქ­ტუ­რის შეც­ვლამ­დე, ბავ­შვებში ხერხემ­ლის პრობლე­მების თა­ვი­დან ასა­რი­დებლად, მე­დი­კო­სები მშობლებს რჩე­ვებს აძ­ლე­ვენ. მა­თი გან­მარ­ტებით, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, აუ­ცი­ლებელია მო­ზარ­დები სპორ­ტი­თა და სხვა­დასხვა ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვობებით და­კავ­დნენ.

ავტორი: ანა ჯანაშია