|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

სავალდებულო 50-ლარიანი გადასახადი სასაფლაოების პროექტისათვის

ქუ­თა­ის­ში, სა­საფ­ლა­ოების ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გების მიზ­ნით, სპე­ცი­­ლუ­რი პრო­ექ­ტის შედ­გე­ნა,  ნებარ­თვის გა­ცე­მა და  50 ლა­რის გა­დახდა სა­ვალ­დებულო გახდა. ცვლი­ლება ქუ­თა­­სის საკ­რებულოს ინი­ცი­რებული­ა, თუმ­ცა დე­ლე­გი­რებული უფ­ლებამი­სი­ლება მან მე­რი­ას გა­დას­ცა. აღ­ნიშ­ნულ გა­დაწყვე­ტი­ლებას ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში სა­კითხის ოპე­რა­ტი­­ლად გა­დაწყვე­ტის აუ­ცი­ლებლობით ხსნი­ან.

„50-ლა­რი­­ნი პა­კე­ტი გუ­ლისხმობს პრო­ექ­ტის შედ­გე­ნას. იმი­სათ­ვის, რომ სა­საფ­ლა­ოების მოწყობა არ იყოს ქა­­სუ­რი, ექ­ვემ­დებარებოდეს რა­ღაც წესს. ამ მი­მარ­თუ­ლებით სა­საფ­ლა­ოს ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა უნ­და მო­წეს­რიგ­დეს. ამი­ არის ეს ცვლი­ლება გან­პი­რობებული. ყვე­ლას­თვის უნ­და არ­სებობდეს ერ­თი გან­საზ­ღვრუ­ლი ფორ­მა. ეს თანხა გა­და­სახდე­ლია იმის­თვის, რომ მხოლოდ პრო­ექ­ტი გა­­ცეს, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი სა­მუ­შა­ოების შეს­რუ­ლებაში შეზ­ღუდ­ვე­ბი არ წეს­დება. ვინ გა­ნახორ­ცი­­ლებს მო­სა­პირ­კე­თებელ სა­მუ­შა­ოებს, ვინ ბეტონს ჩა­ასხამს და ასე შემ­დეგ, ამა­ზე გა­დაწყვე­ტი­ლებას, ცხადი­ა, ჩვენ ვერ მი­ვი­ღებთ. ამით ხელს ვუშ­ლით კერ­ძო ბიზ­ნესს. იმ ფირ­მებს, რომ­ლებიც ამ ბიზ­ნეს­ში არი­ან, არა­ნა­­რი შეზ­ღუდ­ვები არ ექ­ნებათ," -აღ­ნიშ­ნა საკ­რებულოს უმ­რავ­ლე­სობის წევ­რმა მე­რაბ მეშ­ვე­ლი­ან­მა.

საკ­რებულოს ოპო­ზი­ცი­­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ცვლი­ლება არა­­თი­კუ­რია და იგი ხალხის­გან ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის კი­დევ ერ­თი მცდე­ლობაა.

„ამ ხელი­სუფ­ლებას ნების­მი­­რი და­გეგ­მა­რება ისე აქვს, რომ ხალხის­გან რაც შე­იძ­ლება, მე­ტი თანხა ამო­­ღოს. მხოლოდ ამა­ზე არინ ორი­ენ­ტი­რებულ­ნი. თუმ­ცა, ეს სას­პე­კუ­ლა­ციო თე­მა ნამ­დვი­ლად არ არის. გათ­ვლები სწო­რი გა­კე­თებული­ა, რად­გან, ეს ისე­თი თე­მა­ა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ოჯახს ეხება. არ შე­იძ­ლება, ყვე­ლა­ფე­რი ფუ­ლის ამო­ღებაზე იყოს ორი­ენ­ტი­რებული. ეს გა­დაწყვე­ტი­ლება, ვფიქ­რობ, არა­­თი­კუ­რია,"  -ამბობს მა­მუ­კა მღვდე­ლა­ძე.

ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობა მი­ღებული გა­დაწყვე­ტი­ლებით უკ­მაყოფი­ლოა და ფიქ­რობს, რომ ხელი­სუფ­ლება მათ აზრს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს:  „ქვეყანა­ში მო­სახლეობას არა­ვი­ ეკითხება, რა უნ­და. ეს გა­დაწყვე­ტი­ლება მო­ქა­ლა­ქეების და­­კითხავად მი­­ღეს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დი ფაქ­ტი­ა. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სუ­ლე­ლუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლებაა. ჯერ სა­საფ­ლა­ოებს მიხედონ, გაწ­მინ­დონ, მო­­­რონ და შემ­დეგ გა­დაწყვი­ტონ და­ნარ­ჩე­ნი სა­კითხები. 50 ლა­რი ცო­ტა თანხა ნამ­დვი­ლად არ არის. უბრა­ლო, მი­­სა­ფარ ადა­მი­­ნებს ამის სა­შუ­­ლება ნამ­დვი­ლად არ აქვს. ეს სა­ზო­გა­დოების­თვის კი­დევ ერთხელ ყელ­ში ხელის წა­ჭე­რა­ა," - ამბობს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ლი­ლი ქა­თა­მა­ძე.

„ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დება ამ ქვეყანა­ში. გა­მი­გია პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რება, ბევ­რი რა­მე შე­იძ­ლება გაძ­ვირ­დეს, მაგ­რამ, მკვდრის და­საფ­ლა­ვების გაძ­ვი­რება რა­ღა უბედუ­რებაა? ჯერ, ცალ­კე მი­წა რამ­დე­ნი ჯდება, მე­რე და­მა­ტებული კი­დე 50 ლა­რი, გა­ჭირ­ვებულ­მა ადა­მი­ან­მა რო­გორ უნ­და გა­დაიხადოს?"- აღ­ნიშ­ნა ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებმა ანა თო­თა­ძემ.

ავტორი: ანა ჯანაშია