|
  • EUR 1 = GEL 3.4477
  • USD 1 = GEL 3.0532
|

საუდის არაბეთიდან სილამაზისთვის დეპორტირებულ მამაკაცს "მერსედესი" აჩუქეს

სილამაზისთვის საუდის არაბეთიდან დეპორტირებულ მამაკაც ომარ ბორკან ალ-გალას უცნობმა ქალმა ავტომობილი Mercedes G55 აჩუქა. ამის შესახებ ალ-გალამ ამერიკულ ჟურნალ In Touch Weekly-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ალ-გალის თქმით, საჩუქარი მან დაბადების დღეზე მიიღო. ავტომობილი მის სახლთან მიიყვანეს და საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებზე ხელის მოწერა სთხოვეს. ალ-გალამ განაცხადა, რომ საჩუქრის გამოგზავნის სახელი არ იცის.

მან ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთიდან გამოგდებამ პოპულარობა მოუტანა. მას ფილმებსა და რეკლამებში გადაღებას ხშირად სთავაზობენ. ახლა იგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის "51" გამოსვლისთვის ემზადება. მისი მონაწილეობით საუდის არაბეთის ქალების მხარდამჭერი კალენდარიც გამოვიდა. "ამისთვის ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი",-დასძინა ალ-გალამ. 

პოეტი, მსახიობი და ფოტოგრაფი ომარ ბორკან ალ-გალა ორ მამაკაცთან ერთად აპრილში საუდის არაბეთიდან დეპორტით გაისტუმრეს. საუდის არაბეთის რელიგიური პოლიციის აზრით, მამაკაცი ზედმეტად ლამაზი იყო და ადგილობრივ ქალებში შესაძლოა, "ვნება აღეძრა". მამაკაცები საუდის არაბეთში ერთ-ერთ კულტურულ ღონისძიებაზე სტუმრად ემირატებიდან იყვნენ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია In Touch Weekly-ის მიხედვით.

წყარო: www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 57.14%
უარყოფითად - 40.48%
მიჭირს პასუხის გაცემა - 2.38%
სულ - 42 ხმა