|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძიძობა განსაზღვრული კრიტერიუმებით

შესაბამი­სი ასა­კი, გა­მოც­დი­ლება და ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მები  - ეს ის კრი­ტე­რი­­მებია, რო­მელ­საც ძი­ძად მუ­შაობის მსურ­ვე­ლი უნ­და აკ­მაყოფი­ლებდეს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ძი­ძის პო­ზი­ცია ბევ­რად მე­ტი­ა, ვიდ­რე აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­­ზე მუ­შაობის მსურ­ვე­ლი.

მა­თი პრო­ფე­სია სხვის შვი­ლებზე მზრუნ­ვე­ლობა და თა­ვი­სად აღ­ქმა­ა. ძი­ძები და­საქ­მების მიზ­ნით პი­რა­დი კონ­ტაქ­ტების გარ­და, გა­ზეთ­ში განცხადებების გა­მოქ­ვეყნებასა და ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სსაც მი­მარ­თა­ვენ.ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყნებული განცხადებების ანა­ლი­ზის შე­დე­გად ირ­კვე­ვა, რომ  თბილის­ში,  ძი­ძის ვა­კან­სი­­ზე მოხვედ­რის სურ­ვილს ბევ­რი ქალბატო­ნი გა­მოთ­ქვამს. აქ­ვე ისიც ცნობილი ხდება, რომ აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­­ზე სა­შუ­­ლო ანაზ­ღა­­რება 350 ლა­რი­დან - 400 ლა­რამ­დე მერყეობს.

თბილის­ში მცხოვ­რებ 30 წლის ნა­თი­ას დი­დი სურ­ვი­ლი აქვს ამ კუთხით და­საქ­მდეს. მას მუ­შაობის 1-წლი­­ნი გა­მოც­დი­ლება აქვს. მი­აჩ­ნი­ა, რომ ძი­ძების პრო­ფე­სია დღეს მოთხოვ­ნა­დი­ა. თვლის, რომ საქ­მის სიყვა­რუ­ლი  მუ­შაობას უად­ვი­ლებს.

„გა­აჩ­ნია ჯერ რო­გო­რი ოჯახი შეგხვდება და შემ­დეგ - ბავ­შვი. მშობლები ძი­რი­თა­დად ძი­ძი­სა­გან იმას ითხოვენ, რომ იყოს სუფ­თა, მო­წეს­რი­გებული და გა­­კე­თოს ის, რაც მათ სურთ.  საქ­მე ისე­თი დამ­ღლე­ლი არ არის, რომ ძა­ლების აღ­დგე­ნა ვერ შეძ­ლო. შეს­რუ­ლებული სა­მუ­შა­ოს ანაზ­ღა­­რებაც სა­მუ­შა­ოს სა­­თების მიხედ­ვით ხდება. თუ გვი­­ნობამ­დე მუ­შაობ, 400-450 ლა­რი ღირს, მაგ­რამ რო­ცა შე­და­რებით ად­რე თა­ვი­სუფ­ლდები, 300-350 ლარ­ზე მეტს არ იხდი­ან," -ამბობს ნა­თი­ა.

27 წლის ელ­ზა ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობს. ის ძი­ძად 3 წლის გან­მავ­ლობაში მუ­შაობდა. აქე­დან 1 წე­ლი - საზ­ღვარ­გა­რეთ,  ხოლო 2 წე­ლი  სა­ქარ­თვე­ლო­ში იმუ­შა­ვა. ელ­ზას თქმით, ძი­ძას რომ მუ­შაობა არ გა­­ჭირ­დეს, ამის­თვის სა­ჭი­როა კარ­გი ბაშ­ვი შეხვდეს. თუმ­ცა თვლის, რომ აღ­მზრდე­ლის პი­როვ­ნებაზეც  ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დებული.

„ფსი­ქო­ლო­გი­­რად უნ­და იყო გა­წო­ნას­წო­რებული, რომ ბავშვს გა­­გო. მშობლების­თვის მთა­ვა­რი­ა, მათ შვილს ნორ­მა­ლუ­რად მო­­­რო. ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დია ძი­ძის პრო­ფე­სი­ა, არ ვი­ცი. თუმ­ცა, ანაზ­ღა­­რება კი ძა­ლი­ან დაბალი­ა. მაქ­სი­მუ­მი 200 ლა­რი შე­იძ­ლება იყოს," - ამბობს ელ­ზა.

ბავ­შვის აღ­მზრდე­ლების და­საქ­მებას ემ­სახურება ქუ­თა­ის­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა №30-ში მდებარე ერთ-ერ­თი სა­­გენ­ტო. მათ შე­სახებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ზეთ „ცნობის ფურ­ცელ­ში" მო­ვი­პო­ვეთ. გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყნებული განცხადების მიხედ­ვით, სა­­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლები (მე­რი და თი­ნა) ბავ­შვის აღ­მზრდე­ლად, ავადმყოფის მომ­ვლე­ლად ან სხვა ნების­მი­ერ სა­მუ­შა­­ზე და­სა­საქ­მებლად იწ­ვევს შე­საბამის პი­რებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლების მეშ­ვეობით შე­ვე­ცა­დეთ გაგ­ვერ­კვი­ა, რამ­დე­ნად მოთხოვ­ნა­დია ქუ­თა­ის­ში ძი­ძის ინ­სტი­ტუ­ტი. თუმ­ცა, სა­­გენ­ტო­ში მის­ვლი­სას  დამ­საქ­მებელ­მა ქალბატო­ნებმა გან­გვიცხადეს, რომ აღ­მზრდელ­თა და­საქ­მების­თვის არ სცა­ლი­ათ, რად­გან არ­ჩევ­ნები ახლოვ­დება და ამ კუთხით უნ­და გა­აქ­ტი­ურ­დნენ(?!)

ამის შემ­დეგ, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მდებარე სა­­გენ­ტოს ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­­ლებით და­ვუ­კავ­შირ­დით და ძი­ძის პო­ზი­ცი­­ზე და­საქ­მება ვითხოვეთ. სა­­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გაგ­ვიცხადა, რომ ძი­ძის ვა­კან­სი­ის და­კა­ვებლად შე­საბამი­სი  გა­მოც­დი­ლება, ასა­კი (30 წლი­დან 45-წლამ­დე) და ვი­ზუ­­ლუ­რი მო­ნა­ცე­მები უნ­და გვქო­ნო­და. ამას­თან ერ­თად, გვითხრა, რომ უპი­რა­ტე­სობა დაოჯახებულ ქალბატო­ნებს ენი­ჭებათ. 

„მშობლები 20-22 წლის გო­გო­ნებს შვი­ლებს არ ან­დობენ, რად­გან მათ გა­მოც­დი­ლება არ გა­აჩ­ნი­ათ. ჩვენ უფ­რო 30 წლი­დან 45 წლის ასა­კის ადა­მი­­ნებს ვა­საქ­მებთ. სა­მუ­შაო 09:00 სა­­თი­დან 20:00 სა­­თამ­დე­ა. ანაზ­ღა­­რება 200 ლა­რი­დან იწყება. მე­ტი ქუ­თა­ის­ში არც არის.  ჩვენ რო­გორც კი გა­მოგ­ვიჩ­ნდება ვა­კან­სი­ა, მა­შინ­ვე ვა­საქ­მებთ. თუ მუ­შაობა გინ­დათ და შე­საბამი­სი მო­ნა­ცე­მები გაქვთ, სა­­გენ­ტო­ში მო­დით. ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­­ლებით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვიძ­ლე­ვით," - გვითხრეს  სა­­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებმა სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბარ­ში.

„მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" ქუ­თა­­სის ოფი­სის კონ­სულ­ტა­ცი­­სა და და­საქ­მების ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მებით, 2010 წლის მა­­სი­დან დღემ­დე ცენტრს ძი­ძის აყვა­ნის მსურ­ველ­მა 14-მა ოჯახმა მი­მარ­თა. აქე­დან მხოლოდ 2 ძი­ძა მო­­ძებნა,

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე