|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე მწერალთა კავშირს შენობას ედავება

ქუთაისში, მწერალთა სახლის შენობას მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე ითხოვს. მწერალთა კავშირი კი შენობის დათმობას არ აპირებს. თავის მხრივ, ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია  მოთხოვნის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე აა­იპ ქუ­თა­­სი სახელოვ­ნებოსა­გან­მა­ნათ­ლებლო კულ­ტრულ და­წე­სებულებათა გა­ერ­თი­­ნებაში შე­დის. როგორც გაერთიანების მმართველი ლადო პატარიძე აცხადებს, ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩა #4–ში მდებარე მწერალთა სახლის შენობა თავის დროზე მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლისთვის აშენდა.

„უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და შენობა სასახლეს უნდა დაუბრუნდეს“, – ამბობს პატარიძე. მისი განმარტებით, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გარდა, ერთ–ერთი  მთავარი მიზეზი რის გამოც,  შენობის დაბრუნებას ითხოვს,  სასახლისთვის შესაბამისი  სასწავლო პირობების შექმნაა.

პატარიძის თქმით, ამ დროისთვის არსებული პირობები მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლისთვის შესაფერისი არ არის.

მოსწავლე–ახალგაზრდობის შენობა,  ქუ­თა­­სის ყოფილ მე-18- საჯარო სკო­ლა­შია გან­თავ­სებული. სასახლეს სამსართულიანი შენობის ორი სართული აქვს ათვისებებული. (მესამე სართულზე  სამხატვრო სკოლაა განთავსებული).

სასახლის დირექტორის, მიშა ფხაკაძის განმარტებით, შენობას არ აქვს  დარბაზი, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობისვთის აუცილებელია.  „იმ პერიოდში როდესაც აქ გადმოვედით, სხვა ალტერნატივა არ იყო. მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ამ შენობაში დროებით ვიქნებოდით“, – ამბობს სასახლის დირექტორი. (მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე მანამდე ირაკლი აბაშიძის გამზირზე, პარლამენტის გვერდით იყო განთვასებული,  თუმცა, მათ შენობა იუსტიციის სახლის იქ განთავსების გამო დაათმობინეს).

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში მიიჩნევენ, რომ წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია ევროპულ სტანადარტებთან მიახლოებული პირობები ჰქონდეთ. „ამისთვის იდეალური ადგილია სასახლის ისტორიული შენობა,  სადაც, ამდროისთვის  მწერალთა კავშირია განთავსებული“, – ამბობს პატარიძე.

თავის მხრივ, მწერალთა სახლის შენობას თავიანთი საქმიანობისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევნ მწერალთა კავშირშიც. აღნიშნული კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის  თავმჯდომარის, თემურ ლანჩავას განმარტებით, მწერალთა კავშირი 30 წელზე მეტია მწერალთა სახლის შენობაშია განთავსებული და შენობა მათი კუთვნილებაა.

თემურ ლანჩავა განმარტავს, რომ აღნიშნული შენობა მათ 1982 წელს, ქალაქის აღმასკომმა გადასცა და მას შემდეგ ის მწერალთა კავშირის ბალანსზეა.

თუმცა, საჯარო რეესტრი მონაცემებით, ქუთაისში, გრიშაშვილის #–ში მდებარე შენობა არ არის რეგისტრირებული.

თემურ ლანჩავა  განმარტავს, რომ  საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში არსებული ობიექტი გატარებული არ აქვთ. „ეს თანხებთან იყო  დაკავშირებული. სწორედ, ამაზე მიმდინარეობს ახლა მუშაობა. ამ მიზნით,  ძველი ხელშეკრულება შენობის საკუთრებასთან დაკავშირებით, წაღებულია. მალე ჩაიწერება,  რომ ობიექტი, საბოლოოდ  მწერალთა კავშირს გადაეცა“, – განმარტავს თემურ ლანჩავა.

მისივე თქმით, მწერალთა კავშირი ახალა იწყებს აღმასვლას. ამიტომ  „ტყუილი  თამაშია ჩვენი მხრიდან  ამ შენობის დატოვება. ნურავის ნუ უჭირავს მწერლთა კავშირის შენობისკენ თვალი. შენობის დათმობა მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ამას მწერალთა საბჭო წყვეტს. თუმცა, არა მგონია ეს იდეა  მწერლებს მოეწონოთ“, – აღნიშნავს მწერალთა კავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მწერალთა კავშირში განმარტავენ, რომ შენობით დაინტერსება პირველი შემთხვევა არ არის. თემურ ლანჩავა ამბობს, რომ ობიექტის სასტუმროდ გადაკეთებაც უნდოდათ.

ლადო პატარიძე კი ირწმუნება, რომ მწერალთა სახლის შენობით დაინტერესების საკითხს ბოლომდე მიიყვანს.  „იმედი მაქვს რომ შენობის ისტორიულ მეპატრონისთვის დაბრუნებას შევძლებ. მაგრამ ეს უნდა მოხდეს მწერალთა კავშირის კეთილი ნებით. ისინიც კარგ საქმეს ემსახურებიან და მათაც უნდა ჰქონდეთ თავიანთი კუთხე. თუმცა, ამაზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს. მაგრამ ის, რომ სასახლე ითხოვს თავის კუთვნილ შენობას, ამას მწერლები გაგებით უნდა მოეკიდონ“, – ამბობს ლადო პატარიძე.

მისი თქმით, შენობის ნაწილი აუთვისებელი და ხშირად დაკეტილია. შენობის სასახლისთვის დაბრუნების შემთხვევაში, ისინი ობიექტისთვის რეაბილიტაციის ჩატარებას გეგმავენ.      

მწერალთა კავშირს  ამორტიზებული ორსართულიანი შენობის მხოლოდ სამი ოთახი აქვს დაკავებული. ამდენივე  ფართს იკავებს ჟურნალი „განთიადი“ და გაზეთი „უქიმერიონი“.

შენობაში ასევე, განთავსებულია სხვადასხვა სტუდია. დანარჩენი ფართი კი დაკეტილია.

„ობიექტის სრულად ათვისება მისი ავარიული მდგომარების გამო ვერ ხეხრდება. შენობაში გვაწვიმს და ძალიან ცუდ პირობებში’’, – აღნიშნავენ მწერალთა კავშირში.  მწერელბის თქმით, ქალაქის მერიას ობიექტის რეაბილიატაციის  თხოვნით რამდნჯერმე  მიმართეს. თუმცა, უშედეგოდ „დახმარებაზე უარი გვითხრეს,  ობიექტი მწერალთა კავშირის ბალანსზე არისო. მწერალთა კავშირი ასე ხელწამოსაკრავი არ არის. არ მინდა, ჩემი თავმჯდომარეობის დროს  შენობა გაიყიდოს ან  წაგვართვან“, – ამბობს თემურ ლანჩავა.

მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს  ქალაქის  ახალი მერის იმედი აქვს, რომელიც მისი თქმით,  პრინციპების დაცვაში დაეხმარებათ.

„ყველაფერი ისე იქნება როგორც ადგილობრივი მთავრობა გადაწყვეტს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის და ქალაქისთვის იქნება სასიკეთო“, – აღნიშნავენ მწერალთა კავშირში.   

ავტორი: თეკლა მორგოშია