|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შერონ სტოუნი სასტუმროების მაგნატს ხვდება

შერონ სტოუნმა 27 წლის საყვარელთან, არგენტინელ მოდელ მარტინ მიკისტან დაშორებიდან სულ ერთი თვის თავზე ახალი რომანი გააბა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი სასტუმროების 46 წლის მაგნატს, მაიკლ ვუდიკას ხვდება. 
55 წლის შერონი მაიკლთან ერთად პირველად აპრილში შეამჩნიეს. წყვილი ვაშინგტონში გამართულ წვეულებას დაესწრო. 

მას შემდეგ მათ ერთად ხშირად ხედავენ. 

"მაიკლი და შერონი ერთმანეთს შეეფერებიან, განსხვავებით შერონის წინა რომანისგან. 27 წლის მარტინთან შერონს საერთო არაფერი ჰქონდა. ასაკობრივი სხვაობაც დიდი იყო. მარტინი არ იზიარებდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ფილანტროპიას და სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობას. მაიკლთან კი ყველაფერი სხვანაირადაა", - აღნიშნავს წყარო.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

წყარო: www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა