|
  • EUR 1 = GEL 3.4576
  • USD 1 = GEL 3.1794
|

„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საჩხერეში, ისევე, როგორც სხვაგან, არჩევნების მოსაგებად"

ღი­ად თუ ფა­რუ­ლად დაწყებული სა­არ­ჩევ­ნო სამ­ზა­დი­სი, მუ­შა­თა დაშ­ლი­ლი აქ­ციები და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად და­სახელებული იმე­რე­თის გუბერნა­ტო­რი, ქუ­თა­ის­ში მშე­ნებარე პარ­ლა­მენ­ტის დახურუ­ლი დე­ტა­ლები და პარ­ლა­მენ­ტარ­თა სახლების შე­ჩე­რებული მშე­ნებელობა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­კად­რო ცვლი­ლებები და ბევ­რი სხვა პა­სუხგა­­ცე­მე­ლი შე­კითხვები - რო­გორ და რის­თვის ემ­ზა­დება ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლება სა­პარ­ლა­მე­ნტო არ­ჩევ­ნების­თვის? რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტები? - არ­სებულ თე­მებზე იმე­რე­თის გუბერ­ნა­ტო­რი ლა­შა მა­ქა­ცა­რია საუბრობს:

- ქვეყანა­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ქუ­თა­ის­ში მიმ­დი­ნა­რეობს. ეს არის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნებლობა. ეს არის არა მხოლოდ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი შე­ნობის აგება, არა­მედ, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი ამ რე­გი­­ნის გან­ვი­თა­რების­თვის და სა­ერ­თოდ, ქვეყნის­თვის. ქვეყანას სჭირ­დება დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა. პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გად­მოს­ვლა და პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის აქ არ­სებობა, გა­მო­იწ­ვევს ამ რე­გი­­ნის გან­ვი­თა­რებას. ეს პირ­ველ რიგ­ში,  ის­ტო­რი­­ლი სა­მარ­თლი­­ნობის აღ­დგე­ნა­ა. ამას მოჰყვება და­საქ­მებული ადა­მი­­ნები. ახლა რომ საუბრობენ, არის თუ არა მზად ქუ­თა­­სი ამის­თვის? ქუ­თა­­სი, რა თქმა უნ­და, მზად არის რა­ღაც დო­ნე­ზე. მაგ­რამ, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და. ჩვენ მო­მა­ვალ­ში ვე­ლო­დებით უფ­რო მეტ ინ­ვეს­ტი­ცებს. რად­გან, სახელ­მწი­ფომ არ შე­იძ­ლება თა­ვის თავ­ზე აი­ღოს ყვე­ლა სახის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რება.

- რო­გორც ცნობილი­ა, პარ­ლა­მენ­ტი ქუ­თა­ის­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 26 მა­ისს უნ­და გაიხსნას. სულ ახლახანს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში შე­ვი­და ცვლი­ლება, რომ­ლის თა­ნახმად, პირ­ვე­ლი მა­­სი­დან, შე­საძ­ლოა ქუ­თა­ის­შიც გა­­მარ­თოს სხდო­მა. ბევრს საუბრობენ იმა­ზე, რომ ამ დრო­ის­თვის ვერ მო­ეს­წრება პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნებლობა. რო­გორ შეხვდება 26 მა­ისს ქუ­თა­­სის პარ­ლა­მენ­ტი?

- მე მეს­მის ასე­თი საუბრები. საუბრობენ იმა­ზეც, რომ პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნებლობა არის გა­სა­­დუმ­ლოებული. მა­შინ სა­­დან აკე­თებენ ამ დას­კვნას? ეს ყვე­ლა­ფე­რი  არის ჭო­რი  და ყოველ­გვარ რე­­ლობას მოკ­ლებული. ხალხს აინ­ტე­რე­სებს, რა თქმა უნ­და, რა პრო­ცეს­შია და რო­გორ მიმ­დი­ნა­რეობს მშე­ნებლობა. მაგ­რამ, რო­დე­საც საუბარია ასე­თი მას­შტაბის მშე­ნებლობაზე, ამ შემთხვე­ვა­ში ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს უნ­და და­ვუ­ჭი­როთ მხარი. მი­თუ­მე­ტეს, ამ რე­გი­­ნის მაცხოვ­რებლე­ბმა და უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ არა იმა­ზე, რომ ვერ მო­ეს­წრება, არა­მედ იმა­ზე, რომ მოს­წრება. რა თქმა უნ­და, ჩვენ ამას მო­ვას­წრებთ 26 მა­ისს.

26 მა­ისს ჩა­ტარ­დება პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა ქუ­თა­ის­ში. ეს არ ნიშ­ნა­ვს იმას, რომ ყვე­ლა ოთახი თა­ვი­სი ჭა­ღებით და ავეჯით იქ­ნება მზად. ამა­ზე არც არის საუბარი. 26 მა­­სის შემ­დგომ, ახალი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტამ­დე, არის ბევ­რი დრო, რომ ყვე­ლა სახის სა­მუ­შაო დას­რულ­დეს.  ჩვენ ვთქვით და ვუთხარით მო­სახლეობას, რომ 26 მა­ისს ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­დება პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა. რა თქმა უნ­და, ეს არის სიმბოლუ­რი ხასი­­თის. ეს იქ­ნება სა­ვა­რა­­დოდ, ამ მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ბოლო სხდო­მა, რო­მე­ლიც აქ ჩა­ტარ­დება და გზას მის­ცემს ახალ პარ­ლა­მენტს. და ჩვენ ყვე­ლაფ­რით, თა­ვი­სი ინ­ფრას­ტრუ­ქტუ­რით, სწო­რედ აქეთ­კენ მივ­დი­ვართ და მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტის­თვის ვემ­ზა­დებით.

- პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნებლობის დაწყების დროს, ერთ-ერ­თი და­პი­რება იყო, რომ იქ ად­გი­ლობრი­ვი მუ­შახელი და­საქ­მდებოდა. რამ­დე­ნი ადა­მი­­ნია და­საქ­მებული და აქე­დან, ად­გი­ლობრი­ვი რამ­დე­ნი­ა?

- ზუს­ტი ციფ­რი პი­რობითი­ა, რად­გან სხვა­დასხვა სა­მუ­შა­ოებზე სხვა­დასხვა რა­­დე­ნობის ადა­მი­­ნია და­საქ­მებული. იქ ასობით ადა­მი­­ნი მუ­შაობს. აქე­დან, ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ად­გი­ლობრი­ვი მუ­შახელი­ა. არი­ან წყალ­ტუბოე­ლები, ხონე­ლები, ზეს­ტა­ფო­ნე­ლები.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.3%
არა - 47.79%
არ იცი - 10.91%
სულ - 678 ხმა