|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეაბილიტაციის პროცესში ქუთაისელების 30% წყალს ყოველ მეორე დღეს მიიღებს

ქუ­თა­ის­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­დან, წყლის სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები და­იწყება. თუმ­ცა, გან­სახორ­ცი­­ლებელი სა­მუ­შა­ოების პრო­ცეს­მა, რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­საძ­ლოა ქა­ლა­ქის ზოგ უბან­ში, წყალ­მო­მა­რა­გების პრობლე­მები შექ­მნას.

ქუ­თა­ის­ში და­გეგ­მი­ლი წყლის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლოების ნა­წი­ლი, 24 სა­­თი­­ნი წყალ­მო­მა­რა­გებაზე უნ­და გა­და­ვი­დეს, ხოლო 36 000 ოჯახს, წყალ­მო­მა­რა­გების პი­რობები უნ­და გა­­უმჯობეს­დეს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ასე­ვე, ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე უბან­ში, წყლის სა­ტუმბი სად­გუ­რის რეაბილი­ტა­ცია და 4 რე­ზერ­ვუ­­რის მშე­ნებლობა უნ­და მოხდეს.

წყლის სის­ტე­მის მო­სა­წეს­რი­გებლად, ჩა­მოთ­ვლი­ლი 2015 წლამ­დე გაგ­რძელ­დება. თუმ­ცა, რო­გორც ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მარ­თვე­ლობის ყოფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კები ირ­წმუ­ნებიან, სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოების პრო­ცესს გარ­თუ­ლებები მოჰყვება.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ზაფხულს უნ­და დაწყებულიყო. თუმ­ცა მა­შინ, რე­გი­­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრომ პრო­ექ­ტი არა­სე­რი­­ზუ­ლად მი­იჩ­ნია და ჩა­აგ­დო. ახლა კი დარ­წმუნ­დნენ ამ პრო­ექ­ტის განხორ­ცი­­ლების აუ­ცი­ლებლობაში და ტენ­დე­რი ხელ­მე­­რედ გა­მო­აცხადეს," - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის ყოფი­ლი უფ­რო­სი ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ამჯერად, ცენ­ტრა­ლუ­რი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებს, „ჩაგ­დებული" პრო­ექ­ტის, დრო­­ლად „ა­მო­­ქაჩ­ვა" უნ­დათ. რის გა­მოც,  შემ­სრუ­ლებელ კომ­პა­ნი­ას, სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს და­აჩ­ქა­რებინებენ.

„სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს, ეტა­პობრი­ვად განხორ­ცი­­ლების ნაც­ვლად, პრო­ექ­ტის ამო­აქ­ჩვის მიზ­ნით, შემ­სრუ­ლებელი ფირ­მა ერ­თად გა­­კე­თებს. შე­საბამი­სად, რეაბილი­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც წყლის ქსე­ლის და რე­ზერ­ვუ­­რის შე­კე­თება ერ­თად და­იწყებენ, წყლის რე­ზერ­ვუ­­რის მხოლოდ მე­ოთხედი იმუ­შა­ვებს. რის გა­მოც, ვეჭ­ვობ, ქუ­თა­ის­ში, მო­სახლეობის გარ­კვე­ულ ნა­წილს, წყალ­მო­მა­რა­გების ძველ, სა­ში­ნელ  გრა­ფიკ­ში დაბრუ­ნება მო­­წევს,"  -  გან­მარ­ტავს  ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი.

რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში წყალ­მო­მა­რა­გების სა­ვა­რა­­დო შეზ­ღუდ­ვების არ­სებობას, არც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­­ნებულ წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­­ში გა­მო­რიცხავენ.  

„მო­სახლეობის 30% - შე­საძ­ლო­ა, სას­მე­ლი წყლის მი­წო­დების ყოველ­მე­­რედ­ღი­ან რეჟიმ­ზე გა­და­ვი­დეს. კერ­ძოდ, ასა­თი­­ნის, აღ­მა­შე­ნებლის, გრი­შაშ­ვი­ლის ქუ­ჩის და  გო­რის და­სახლების ნა­წი­ლი," - გან­მარ­ტა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­­ნებული წყალ­მო­მა­რა­გების კომ­პა­ნი­ის პრეს­სამ­სახურ­ში. ხოლო ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლის ბრალ­დებას, პრო­ექ­ტის ჩაგ­დების შე­სახებ, პრეს­ცენ­ტრში, ყოფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კის პო­ლი­ტი­კურ განცხადებად აფა­სებენ.

ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლის განცხადებას, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით ხსნი­ან სა­ქარ­თვე­ლოს  რე­გი­­ნუ­ლი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტრო­შიც.

„ვე­რა­ნა­ირ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ ყოფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კის პო­ლი­ტი­კურ განცხადებაზე. შე­მიძ­ლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ წყლის სა­რეაბილი­ტა­ციო პრო­ექტს ხელი საბოლო­ოდ მიმ­დი­ნა­რე კვი­რას მო­­წე­რება და სა­მუ­შა­ოებიც მა­ლე­ვე და­იწყება," - ამბობს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­­ნუ­ლი გან­ვი­თა­რების სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სახურის უფ­რო­სი მაგ­და პო­პი­აშ­ვი­ლი.

წყლის სის­ტე­მის და­გეგ­მი­ლი რეაბილი­ტა­ცი­ის ფარ­გლებში, ქუ­თა­ის­ში  ორი სა­ტუმბი სად­გუ­რის  რეაბილი­ტა­ცია  ვაჟა-ფშა­ვე­ლა­სა და კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე  მოხდება. ასე­ვე თეთ­რა­მი­წის ტე­რი­ტო­რი­­ზე მო­ეწყობა 4 ახალი სიმ­ძლავ­რის რე­ზერ­ვუ­­რი. სა­დაც გა­დამ­ცე­მი მა­გის­ტრა­ლუ­რი მილ­სა­დე­ნები და სა­დის­ტრიბუციო ქსე­ლის მშე­ნებლობასაც და­იწყებენ.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებში, წყლის მოხმა­რების აღ­რიცხვის მიზ­ნით ქუ­თა­ის­ში ასე­ვე გა­ვა­ლის­წი­ნებულია საცხოვ­რებელ კორ­პუ­სებში  40 000 ცა­ლი მრიცხვე­ლის  მოწყობა. 

სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოების­თვის ქუ­თა­ის­ში სულ 26.  422 935 ლა­რი დაიხარჯება. ხოლო სა­მუ­შა­ოებს, ტენ­დერ­ში გა­მარჯვებული კომ­პა­ნია - 4Cobra Insta­laciones y Servicios SA” გა­ნახორ­ცი­­ლებს.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა