|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის ვიცე–მერი ქალაქის მერს – ორი „დამპალი ნაციონალი“ სამსახურიდან ვერ გაგვაგდეთ

ქუთაისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მას თანამშრომლობის ნაცვლად, მუშაობაში ხელს უშლიან, ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე facebook-ის საშუალებით ეხმაურება. newpress.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ის შემდეგი სახის კომენტრს ტოვებს:

ბატონო დიმიტრი, თუ საკითხს ჩაუღრმავდებით აღმოაჩენთ, რომ თქვენ კი არ გიშლიან ხელს, არამედ თქვენ უშლით ხელს ბატონ გოჩა თევდორაძეს. კარგად დაფიქრდით ამ ბოლო დღეებში, მისი რეკომენდირებული კადრი ხომ არ დაიწუნეთ? ანაც მიწის პრივატიზებაზე ან გრძელვადიან იჯარაზე ხომ არ გითქვამთ მისთვის უარი? ან კიდევ მარშრუტკის ხაზებზე მათი ფირმები ხომ არ დამარცხდნენ ტენდერებში? სამწუხაროდ აქ ამერიკა არაა, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. თქვენ აქ ამისთვის დაგნიშნეს, თქვენ კიდე ხელს არაფერს აწერთ, თანაც ორი "დამპალი ნაციონალი" მე და კოტე რატიანი სამსახურიდან ვერ გაგვაგდეთ, მეხანძრეებს უკან აბრუნებთ, ეს რომ ნდომოდათ გოჩა ენდ კომპანის, ნაციონალებს კი არ უღალატებდნენ. თქვენ ვერ ამართლებთ იმ დიდ ნდობას რაც გამოოცნებებულმა გოჩისტებმა დაგაკისრეს. აბა თქვენ იცით, არ დაგავიწყდეთ გოჩა ენდ კომპანის გულისკენ მიმავალი გზა, თანამდებობებზე, ტენდერებზე და მიწის აუქციონებზე გადის. პატივისცემით თქვენი მოადგილე," - წერს ამირან ძიწენიძე.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ნიუპრესი