|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

„რა უნდა თეატრში კაფეს, რესტორანს და საქეიფოს - ეს სამარცხვინოა"

მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლის იჯარით გა­ცე­მა, რო­გორც ირ­კვე­ვა,  მსახიობების  გარ­კვე­­ლი ნა­წი­ლის კრი­ტი­კის სა­გა­ნი ხდება.

მა­თი მო­საზ­რებით, თე­ატ­რის შე­ნობაში კა­ფე-ბარი­სა და მსგავ­სი და­ნიშ­ნუ­ლების და­წე­სებულებების მოწყობა და­უშ­ვებელი­ა.

„რა უნ­და თეატ­რში კა­ფეს, რეს­ტო­რანს და სა­ქე­­ფოს. ეს სი­ტუ­­ცია სა­მარცხვი­ნო­ა. გარ­და ამი­სა, მსგავ­სი და­წე­სებულებების არ­სებობა გა­მო­იწ­ვევს ხმა­ურს და აურ­ზა­ურს, რაც თე­ატ­რის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­­ნი­რებას ხელს შე­უშ­ლის,\" - ამბობენ „ახალ გა­ზეთ­თან\" საუბარ­ში მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსახიობების ნა­წი­ლი. ისი­ნი ამ დრომ­დე სა­კუ­თა­რი ვი­ნაობის და­სახელებას ერი­დებიან, თუმ­ცა „ახალ გა­ზეთ­თან\" საუბარ­ში აცხადებენ, რომ სა­კითხის მსახიობების სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­დაწყვე­ტის შემთხვე­ვა­ში,  სა­გან­გებო ბრი­ფინგს გა­მარ­თა­ვენ.

მა­თი­ვე თქმით, თე­ატ­რში კა­ფე-ბარის მოწყობა არ მოწყობას­თან და­კავ­ში­რებით, თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლობასა და მსახიობებს შო­რის, გარ­კვე­­ლი და­პი­რის­პი­რებებიც მიმ­დი­ნა­რეობს.

თუმ­ცა რო­გორც მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი სიხარუ­ლი­ძე გან­მარ­ტავს, გაიჯარებულ შე­ნობას­თან და­კავ­ში­რებით, პრე­ტენ­ზიებით, მის­თვის ამ დრომ­დე არა­ვის  მი­­მარ­თავს.  

„ჩემ­თან პრე­ტენ­ზი­ით არა­ვინ მო­სუ­ლა. ხოლო იჯარით გა­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­­ზე არა­ნა­­რი რეს­ტორ­ნის და სა­ქე­­ფოს მოწყობა არ იგეგ­მება. პი­რი­ქით, აქ ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ფე იქ­ნება, რომ­ლის მსგავ­სიც, მარჯანიშ­ვი­ლი­სა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რშიც არ­სებობს. ასე, რომ მა­ღა­ლი მუ­სი­კი­თა და დროს­ტა­რებით თე­ატ­რის ფუქ­ცი­­ნი­რების შე­ფერხება გა­მო­­რიცხება. უბრა­ოდ, მსგავ­სი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლება, რო­გორც სჩანს, ვი­ღა­ცას გარ­კვე­­ლი მიზ­ნების გა­მო აწყობს,\"  -  აბობს გი­ორ­გი სიხარულ­ძე.

მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის იუ­რის­ტის, თა­მარ ებრა­ლი­ძის გან­მარ­ტებით, მოიჯარე­სა და მეიჯარეს შო­რის გა­ფორ­მებულ ხელ­შეკ­რუ­ლებაში, და­მა­ტებითი პუნ­ქტებია ჩა­დებული. რაც თე­ატ­რის ჩვე­­ლი ფუნ­ქცი­­ნი­რების­თვის ხელ­შეშ­ლას გა­მო­რიცხავს.

„თუ გაიჯარებულ ტე­რი­ტო­რი­­ზე, თე­ატ­რის­თვის მი­­ღებელ ქმე­დებას ექ­ნება ად­გი­ლი, ასეთ შემთხვე­ვა­ში, ჩვენ უფ­ლება გვაქვს მოიჯარეს ცალმხრი­ვად გა­ვუ­უქ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლება. ასე, რომ ამ მხრივ, თე­ატ­რის ინ­ტე­რე­სები ყოველმხრივ  და­ცუ­ლი­ა,\" - გან­მარ­ტავს ებრა­ლი­ძე.

შ.პ.ს „მესხიშ­ვი­ლე­ლების\" წარ­მო­მად­გენ­ლების თქმით, მა­თი მხრი­დან, მხარეებს შო­რის გა­ფორ­მებული ხელ­შეკ­რუ­ლების ყვე­ლა ნი­­ან­სი და­ცუ­ლი იქ­ნება.

„ჩვენ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი გვაქვს და ჩვენს მი­ერ მოწყობილი ობიექ­ტებით არ ვა­პი­რებთ თე­ატ­რის საქ­მი­­ნობას ხელი შე­ვუ­შა­ლოთ. უფ­რო მე­ტიც, ამ ტე­რი­ტო­რი­­ზე მოწყობილი კა­ფე-ბარი და რამ­დე­ნი­მე ობიექ­ტი ძა­ლი­ან გა­­ლა­მა­ზებს თე­ატ­რსაც და ქა­ლაქს,\" - ამბობს შ.პ.ს „მესხიშ­ვი­ლე­ლების\" დი­რექ­ტო­რი ტა­რი­ელ ძო­წე­ნი­ძე.

რო­გორც მესხიშ­ვი­ლის სახელობის თე­ატ­რსა და შ.პ.ს „მესხიშ­ვი­ლე­ლებს\" შო­რის გა­ფორ­მებულ ხელ­შეკ­რუ­ლებაშია მი­თი­თებული: „მოიჯარეს უფ­ლება აქვს ხეკ­ლშეკ­რუ­ლების სა­გა­ნი გა­მოიყენოს ისე­თი საქ­მი­ანობის­თვის, რო­მე­ლიც აკ­რძა­ლუ­ლი არ არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონმ­დე­ბლობით და ასე­ვე არ შე­უშ­ლის  ხელს ქუ­თა­­სის ლა­დო მესხიშ­ვი­ლის სახელობის სახელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის ფუნ­ქცი­­ნი­რებას\".

ავტორი: ანა ჯანაშია

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა