|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ქუთაისში ცენტრალური ავტოსადგურის აშენება 2016 წლამდე გადაიდო

ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­სად­გუ­რის შე­ნობის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, თა­ვის დრო­ზე, არა­ერთ კო­მერ­ცი­ულ ფირ­მას და ხელი­სუფ­ლებას­თან დაახლოებულ პირს ჰქონ­და. ამ მი­ზე­ზის გა­მო, ავ­ტო­სად­გუ­რის ის ტე­რი­ტო­რი­ა, რაც მას საბჭო­თა პე­რი­­დი­დან ეჭი­რა, დღეს რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლა­დაა დაყოფი­ლი. თი­თო­­­ლი მათ­გა­ნის უკან ბიზ­ნეს დაჯგუ­ფებები დგა­ნან.

ავ­ტო­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ის დი­დი ნა­წი­ლი უჭი­რავთ შპს „გრანდ მოლს\" და „იბერი­ის ვარ­სკვლავს\". ამ უკა­ნას­კნელ­ში, სა­ვაჭ­რო ფარ­თების გარ­და, ავ­ტო­სად­გუ­რი­ცაა გახსნი­ლი, რაც „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის\" და ავ­ტო­ვაგ­ზლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შო­რის წლების გან­მავ­ლობაში და­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს.

ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რია „იბერი­ის ვარ­სკვლავს\" 2007 წელს, ქუ­თა­­სის მა­შინ­დე­ლი მე­რის, ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ას გა­დაწყვე­ტი­ლებით გა­და­­ცა.

რაც შეეხება თა­ვად სს ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­ვაგ­ზალს, მი­სი მშე­ნებლობა შპს „კომ­ფორ­ტმა\" სა­მი წლის წინ და­იწყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მა 2006 წელს ქა­ლა­ქის მა­შინ­დელ­მა ვი­ცე-მერ­მა გი­ორ­გი ჯიბლა­ძემ და პარ­ლა­მენ­ტარ­მა გია თევ­დო­რა­ძემ (მის ძმას­თან ერ­თად) ჩა­მოაყალიბეს. „კომ­ფორ­ტში\" სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სები აქვს ქუ­თა­­სის ყოფილ მერს, ბესიკ ბრე­გა­ძე­საც. ბრე­გა­ძემ კომ­პა­ნი­­ში სა­კუ­თა­რი წი­ლი, გა­სულ წელს, ქალა­ქის მე­რად არ­ჩე­ვის შემ­დეგ დათ­მო. თუმ­ცა, თა­ნამ­დებობიდან გა­დარ­ჩე­­ლი ბრე­გა­ძე (2013 წლის მარ­ტში) ისევ „კომ­ფორტს\" დაუბრუნ­და.

შპს „კომ­ფორ­ტში\" აცხადებენ, რომ  2014 წლის ბოლოს მხოლოდ ავ­ტო­სად­გუ­რის შე­ნობის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი გა­ეშ­ვება ექ­სპლო­­ტა­ცი­­ში, ხოლო  საბოლო­ოდ  შე­ნობა 2016 წელს დას­რულ­დება. გა­ნახლებულ პირ­ვე­ლი კლა­სის ავ­ტო­სად­გურ­თან ერ­თად „კომ­ფორ­ტი\", თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ვაჭ­რო ცენტრს და სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სის აშე­ნებას გეგ­მავს.

თუმ­ცა, ავ­ტო­სად­გურ­ში დაწყებული სამ­შე­ნებლო სა­მუ­შა­ოები დი­დი ხანია შე­ჩე­რებული­ა. თუ რა გახდა მშე­ნებლობის დაგ­ვი­­ნების მი­ზე­ზი, ამ სა­კითხზე  „კომ­ფორ­ტში\" არ საუბრობენ. აღ­ნიშ­ნულ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­ტო­სად­გუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­შიც არ ფლობენ.

„გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზების გა­მო მშე­ნებლობა გა­ჭი­­ნურ­და. ამა­სობაში „იბერი­ის ვარ­სკვლავ­მა\" მშე­ნებლობა და­იწყო და კი­დეც და­ას­რუ­ლა. მა­ნამ­დე „ოკ­რიბაც\" უფ­რო სწრა­ფად აა­შე­ნებს, ვიდ­რე ჩვენ,\" - ამბობს სს „ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­ვაგ­ზლის\" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სუ­ლი­კო ფუტ­კა­რა­ძე.

შპს „ოკ­რიბა\" ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დებარე ტე­რი­ტი­რი­­ზე  („გრანდ მო­ლის\" გვერ­დით 5 სარ­თუ­ლი­ან შე­ნობას (597 კვ.მ) აშე­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფირ­მა თბილის­ში, დი­დუბეში მდებარე ავ­ტო­სად­გუ­რი „ოკ­რიბას\" მფლობელის, ზუ­რაბ ყვა­ვა­ძის სა­კუთ­რებაა.

„ოკ­რიბას\" სამ­შე­ნებლო სა­მუ­შა­ოები 2013 წლის 22 მარტს და­იწყო და მას თბილი­სუ­რი ფირ­მა შპს „ერ­კე­რი\" ას­რუ­ლებს. რი­გორც ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლები აცხადებენ, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს თვე­ში შა­ვი კარ­კა­სის მშე­ნებლობა დას­რულ­დება და მშე­ნებლობის შემ­დგო­მი ეტა­პი და­იწყება.

თუმ­ცა, ფირ­მა­ში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით, გა­დაწყვე­ტი­ლი არა­ა, იქ­ნება თუ არა აღ­ნიშ­ნულ შე­ნობაში ავ­ტო­სად­გუ­რი. ამ ეტაპ­ზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ შე­ნობაში მრა­ვალ­ფუნ­ქცი­­რი ბიზ­ნეს-სერ­ვის ცენ­რი გან­თავ­სდება.

ცენ­ტრა­ლურ ავ­ტო­სად­გურ­სა და შპს „ოკ­რიბას\" შო­რის ნო­ტა­რი­­ლად გა­ფორ­მებული აქ­ტის მიხედ­ვით, ზუ­რაბ ყვა­ვა­ძე ვალ­დებულებას იღებდა, რომ მის­თვის გა­და­ცე­მულ ფართს ავ­ტო­სად­გუ­რის მო­საწყობად არ გა­მოიყენებდა.

სს „ქუ­თა­­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ავ­ტო­ვაგ­ზა­ლი\" ქუ­თა­ის­ში საბჭო­თა პე­რი­­დი­დან ფუნ­ქცი­­ნი­რებს. ავ­ტო­სად­გუ­რი­დან სამ­გზავ­რო რე­­სები და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლებით ხორ­ცი­ელ­დება, გარ­და ბათუ­მი­სა. ბათუმ­ში გამ­გზავ­რების მსურ­ვე­ლებს შპს „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვი\" ემ­სახურებათ.

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა