|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

იმერეთის ვიცე–გუბერნატორი ფინანსთა მინისტრს – ისევ კარტოფილზე ისაუბროთ ჯობია

იმერეთის ახლადდანიშნული ვიცე–გუბერნატორი, ამირან ძოწენიძე ფინანსთა მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნოდარ ხადური ქუთაისის ბიუჯეტზე საუბრობს. მინისტრი აცხადებს, რომ ქუთაისის 2013 წლის ბიუჯეტი მძიმე დღეშია. ვიცე–გუბერნატორის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"ეჰ ბატონო ხადურო, რაც არ იცით იმაზე საუბარს, ისევ კარტოფილზე ისაუბროდ ჯობია. ქუთაისის "ნაციონალი" მერი, ბესიკ ბრეგაძე 5 აპრილს მოხსნეს. თქვენ გინდათ თქვათ, რომ 3 თვეში გადაიხარჯა ბიუჯეტი ისე, რომ მისი გამოსწორება აღარ შეიძლება. ისე, რომ იცოდეთ ბიუჯეტზე პასუხისმგებელი და მისი მაკონტროლებელი საკრებულოს უმრავლესობაა. საიდუმლოს გაგიმხელთ და გეყვით, შარშან ვინც იყო საკრებულოს უმრავლესობაში წელსაც იგივე ხალხია, ოღონდ ამჯერად "ქართული ოცნების" სახელით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წაიკითხეთ და მერე გააკეთეთ თქვენი შორსმიმავალი დასკვნები. დასუფთავების 45% შესრულებაა და არ მგონია ეს კატასტროფული შედეგი იყოს, აქ პრობლემას გადასახადის გადამხდელ აბონენტთა შემცირება თუ შექმნის. ქუთაისის ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში პრობლემა აქვს: სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელების, (რაც ქალაქში დასაბეგრი აპარატების შემცირებითაა გამოწვეული) და არაფინანსური აქტივების გაყიდვებიდან. შესაბამის აუქციონებს აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონო მინისტრო, მართალია ქვეყნის გარღვეული ბიუჯეტის ფონზე, თვითმმართველობის საქმეებში არაკომპეტენტური ცხვირის ჩაყოფა, როგორც მინიმუმ თავხედობაა, თუმცა რახან ჩაერიეთ, მაშინ მოიკითხეთ, რატომ არ გამოჰქონდა საკრებულოს (რომელშიც უკვე 4 თვეა უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს) აუქციონზე გასაყიდად მიწა და სხვა აქტივები?"
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა