|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

საკადრო ცვლილებებმა ქუთაისის მერიას მხოლოდ 10 მანქანა მოაკლო

ქუ­თა­­სის მე­რი­­ში ავ­ტო­მობილების რა­­დე­ნობის ზრდა და ახალი სამ­სახურების ჩა­მოყალიბება ვი­ცე-მერ­მა, თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძემ, ჯერ კი­დევ გა­სულ წელს გა­აპ­რო­ტეს­ტა. თუმ­ცა, მე­რი­­ში ვი­თა­რება კვლავ არ შეც­ვლი­ლა. ამჟამად, მე­რი­ის ავ­ტო­პარ­კში, ისე­ვე რო­გორც მა­შინ, 40 ავ­ტო­მობილი ირიცხება. აღ­მას­რუ­ლებელი ხელი­სუფ­ლების ბალან­სზე მყოფი სპეც­ტექ­ნი­კა კი მე­რი­ის მი­ერ ახლად­და­ფუძ­ნებული კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რებაში გა­და­ვი­და.

ვი­ცე-მე­რის თავ­და­პირ­ვე­ლი ბრალ­დებების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ცი­ლებით მე­ტი იყო. გარ­და ავ­ტო­მობილების რა­­დე­ნობისა, მან ასე­ვე საშ­ტა­ტო რიცხოვ­ნობის ზრდა, ახალი სამ­სახურების შექ­მნა და მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა და­ნიშ­ვნა-და­წი­ნა­­რება გა­აპ­რო­ტეს­ტა. იმ პე­რი­ოდ­ში თო­ფუ­რი­ძეს მე­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­­ლი სამ­სახურის უფ­რო­სის პოს­ტი ეჭი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი განცხადებით იგი, ქა­ლა­ქის მე­რი­ის იმ­დრო­ინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს საჯაროდ და­­პი­რის­პირ­და.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თო­ფუ­რი­ძე ქუ­თა­­სის მე­ოთხე ვი­ცე-მე­რად და­­ნიშ­ნა. მა­ნამ­დე კი, ქუ­თა­­სის მერ­თან, დი­მიტ­რი კო­პა­ლი­ან­თან დაახლოებულ და მი­სი ნდობით აღ­ჭურ­ვილ პი­რად მო­­აზ­რებოდა. მე­რი­­ში, დი­მიტ­რი კო­პა­ლი­­ნის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­­საც, სწო­რედ, მე­ოთხე ვი­ცე-მე­რი უწევს მეთ­ვალყურეობას.

თო­ფუ­რი­ძის მი­ერ გაჟღე­რებული ბრალ­დებების ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, მიმ­დი­ნა­რე წელს, მე­რი­ამ ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი ტრან­სპორ­ტის რა­­დე­ნობა შე­ამ­ცი­რა. თუმ­ცა, ვი­ცე-მე­რი ამბობს, რომ  ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი ავ­ტო­მობილების რა­­დე­ნობა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ისე არ შემ­ცი­რებულა.

გა­სულ წელს, მე­რი­ას ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი 81 ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰყავ­და. წელს კი მე­რი­ის სტრუქ­ტუ­რულ ქვე­და­ნაყოფებში ხელ­შეკ­რუ­ლებით აყვა­ნი­ლი ავ­ტო­მობილები, მხოლოდ 10-ით შემ­ცირ­და.

რაც შეეხება, ქუ­თა­­სის მე­რი­ის ბალან­სზე არ­სებულ სპეც­ტექ­ნი­კას (ტრაქ­ტო­რები, ბულ­დო­ზე­რები და გრე­­დე­რები), ისი­ნი მე­რი­ის სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის სამ­სახური­დან მე­რი­ის მი­ერ და­ფუძ­ნებულ კომ­პა­ნი­ის, შპს „ქუთ­სპე­ცავ­ტოს" მფლობელობაში გა­და­ვა. ეს ცვლი­ლება ქუ­თა­­სის საკ­რებულოს „ნა­ცი­­ნალ­მა" დე­პუ­ტა­ტებმა მიმდინარე წლის 31 ივლისს გააჟღე­რეს.

თენ­გიზ თო­ფუ­რი­ძე ახალი კომ­პა­ნი­ის შექ­მნას და­დებითად აფა­სებს და აცხადებს, რომ აქამ­დე საკ­მა­ოდ ძვი­რად­ღი­რებული სპეც­ტექ­ნი­კა წლების გან­მვა­ლობაში ვა­და­გა­სუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლების პი­რობებში მუ­შაობდა. რო­გორც ვი­ცე-მე­რი ამბობს, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სახებ, მე­რი­ის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, ახალი კად­რების და­იშ­ვნის შემ­დეგ გახდა ცნობილი.

„მე­

ავტორი: დეა მანაგაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა