|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ღალატობს თუ არა გოჩა თევდორაძე „პატრიოტებს“ – ყოფილი „ნაციონალი“ ბურჯანაძესთან გადადის?

„პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე, newpress.ge-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებს ნინო ბურჯანაძესთან აწარმოებს, რაც თევდორაძის ბურჯანაძის პარტიაში გადასვლას უკავშირდება.

მოლაპარაკების დადებითად დასრულების შემთხვევაში, ყოფილი „ნაციონალი“ და ამჟამიდენლი „პატრიოტი“ გოჩა თევდორაძე საარჩევნო კამპანიას სწორედ ბურჯანაძის სასარგებლოდ წარმართავს.

თუმცა, ამავდორულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბურჯანაძეს გოჩა თევდორაძის პარტიაში მიღება არ სურს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბურჯანაძის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში,  გოჩა თევდორაძე შესაძლოა პარტიაში „ნაციონალებმა“ დააბრუნონ. თუმცა, ყოფილი „ნაციონალის“ პარტიაში დაბრუნებას „ნაციონალების“ უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ გოჩა თევდორაძის პოლიტიკური კარიერა ნინო ბურჯანაძესთან ახლობლობით დაიწყო. როდესაც მან ქუთაისის ოცხელის გიმნაზიის დირექტორობიდან  „ბურჯანაძე-დემოკრატების" კვოტით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  – ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის უფროსად გადაინაცვლა.  მოგვიანებით, კი პარლამენტის მანდატიც მოიპოვა, ორგზის (2004–2008/2008–2012 წწ).

პარალელურად, გოჩა თევდორაძე ქუთაისშინაციონალური მოძრაობისსაქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ იმ პერიდოში, გოჩა თევდორაძის სახელთან ასოცირდებოდა ყველა საკადრო ცვლილება. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ნებისმიერი პირის საჯარო სამსახურში დასაქმებაარდასაქმების და თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს გოჩა თევდორაძე წყვეტდდა.

თუმცა, 2011 წლიდან გოჩა თევდორაძე პარტიის საქალაქო საქმიანობას ჩამოაშორეს და ეს ადგილი ქუთაისის ყოფილმა მერმა, ამჟამად პარლამენტარმა გიორგი თევდორაძემ დაიკავა. სწორედ ამ პერიოდიდან შესუსტდა გოჩა თვედორაძის გავლენა რეგიონში.

გავლენის დაბრუნება გოჩა თევდორაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიწყო. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ის ჯერ იმერეთის ვიცე–გუბერნატორად დაინიშნა, თუმცა ძალიან მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და განაცხადა,  რომ „ნაციონალი არასოდეს ყოფილა“.

„ნაციონალებიდან“ წამოსული გოჩა თევდორაძე „პატიოტთა ალიანის“ იმერეთის ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. თევდორაძეს თან გაჰყვა ქუთაისის საკრებულოს 9 „ნაციონალი“ დეპუტატი. რომლებიც ამჟამად საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით უმრავესობაში არიან.


ღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა