|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ ერთგულ წევრებს ეძებენ

ქუ­თა­ი­სის №59 სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებს ამ­დრომ­დე არ წა­რუდ­გე­ნი­ათ  სა­არ­ჩევ­ნო უბნების და­სა­კომ­პლექ­ტებლად თა­ვი­ან­თი წარ­მო­მად­გენ­ლები.

27 ოქ­ტომბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩე­ვნებზე სა­არ­ჩევ­ნო უბნებში წევ­რების წარ­დგე­ნის უფ­ლება  მხოლოდ 7 პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აქვს. ესე­ნი­ა: „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობა" და კო­ა­ლი­ცია „ქარ­თულ ოც­ნებაში" შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სუბიექ­ტები („რეს­პუბლი­კუ­რი პარ­ტი­ა"), „კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ა", „ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი", „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტები" და „მრეწ­ვე­ლები").

პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების ქუ­თა­ი­სის ოფი­სებში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ამ­დრომ­დე მიმ­დი­ნა­რეობს  პარ­ტი­უ­ლი და­კომ­პლექ­ტება. მა­თი განცხადებით, აუ­ცი­ლებლია სა­არ­ჩევ­ნო უბნებში ერ­თგუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლები ჰყავ­დეთ.

„მთა­ვა­რია ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს. სხვა და­ნარ­ჩენს კი ეშ­ვე­ლება და ის­წავ­ლის", - ამბობს კო­ა­ლი­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნების" ქუ­თა­ი­სის  შტაბის უფ­რო­სი მა­ნა­ნა მი­ქა­ძე.

კო­ა­ლი­ცი­ის ად­გი­ლობრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ „ოც­ნებაში" ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნების სიმ­ცი­რეს არ გა­ნიც­დი­ან. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ხში­რად ხდება  პარ­ტი­უ­ლი მო­ნაც­ვლეობა.

„მაგ­რამ, ის რომ  კო­ა­ლი­ცი­ის  ათობით წარ­მო­მად­გენ­ელი  სხვა პო­ლი­ტი­კურ გუნ­დში გა­და­ვი­და, ეს ცო­ტა არ იყოს გა­და­ჭარბებული­ა", - ამბობს  მი­ქა­ძე. 

კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებში აცხადებენ, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბნებზე წევ­რების წარ­სად­გე­ნად შე­სარ­ჩე­ვი სა­მუ­შა­ოები დას­რუ­ლებული აქვთ. თუმ­ცა, რო­გორც გან­მარ­ტა­ვენ, შერ­ჩე­უ­ლი კად­რების სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ა­ში წარ­დგე­ნამ­დე, თანხმობას ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სებიდან ელო­დებიან.

კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის „ე­როვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხადებენ, რომ ქუ­თა­ი­სის 127-ივე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ში ეყოლებათ თა­ვი­ან­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. რო­გორც „ე­როვ­ნულ ფო­რუმ­ში" - გან­მარ­ტა­ვენ, სა­არ­ჩევ­ნო უბნებზე წარ­სად­გე­ნი წევ­რები ერ­თგუ­ლებისა და გა­მოც­დი­ლების მიხედ­ვით შე­არ­ჩი­ეს.

„ჩვენ მარ­თა­ლია კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რები ვართ, მაგ­რამ თუ ვინ იქ­ნება ჩვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­არ­ჩევ­ნო უბნებზე „ქარ­თულ ოც­ნებას" რა­ტომ უნ­და შე­ვუ­თანხმოთ? ჩვენ ვუ­თანხმებთ ჩვე­ნი პარ­ტი­ის ცენ­ტრალურ ოფისს. სრუ­ლი პა­სუხის­მგებლობით ვამბობ, რომ „ე­როვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" მი­ერ წარ­დგე­ნი­ლი კო­მი­სი­ის წევ­რები სა­არ­ჩევ­ნო უბნებზე არა­ნა­ირ პრობლე­მას არ შე­უქ­მნი­ან კო­ა­ლი­ცი­ას," - ამბობს  „ე­როვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის" ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კახი დვა­ლიშ­ვი­ლი.

„ე­როვ­ნულ ფო­რუმ­ში" ირ­წმუ­ნებიან, რომ ალბათობაც არ არ­სებობს, მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლების სხვა პარ­ტი­ა­ში გა­დას­ვლის. „ფო­რუ­მის" ად­გი­ლობრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მა­თი პარ­ტია გა­სამხედ­როებული პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ა, სა­დაც ღა­ლა­ტი გა­მო­რიცხული­ა.

ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობენ, „რეს­პუბლი­კურ პარ­ტი­ა­შიც". პარ­ტი­ის ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რე, ნა­ტო ქა­თა­მა­ძე ამბობს რომ პარ­ტი­ას, წევ­რების ერ­თგუ­ლებაზე  პრე­ტენ­ზია აქვს. ამი­ტო­მაც ქა­თა­მა­ძის თქმით, არა­ნა­ი­რი ში­ში არ აქვს იმი­სა, რომ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი, ან მო­ა­ღა­ლა­ტე იქ­ნება მა­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი საუბნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სიებში.

„გა­მო­რიცხვა არაფ­რის არ შე­იძ­ლება. თუმ­ცა, ჩვენ იმა­ზე მე­ტი  კომ­პე­ტენ­ტუ­რი, ერ­თგუ­ლი და  გა­მოც­დი­ლი კად­რი გვყავს, რამ­დე­ნიც გვჭირ­დება. თუ სა­ჭი­რო იქ­ნება,  კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ სხვა პარ­ტი­ა­საც და­ვეხმა­რებით", - ამბობს ნა­ტო ქა­თა­მა­ძე.

ერ­თგუ­ლი და კომ­პტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის სიმ­წი­რეს, რო­გორც ამბობენ,  არც „თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებში" გა­ნიც­დი­ან. პარ­ტი­ის ქუ­თა­ი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­მუ­კა ხურ­ცი­ძე ამბობს, რომ  პარ­ტი­ა­ში  ში­და ტრე­ნინ­გები ჩა­ტარ­და.

„პირ­ველ რიგ­ში წევ­რებმა უნ­და იცოდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი და ჰქონ­დეთ გა­მოც­დი­ლება. რად­გან, ხში­რად, არ­ჩევ­ნებზე სა­სა­ცი­ლო სა­ჩივ­რები იწე­რებოდა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების წარ­მო­მად­გენ­ლების მი­ერ. მსგავ­სი რამ არ უნ­და გან­მე­ორ­დეს", - ამბობს ხურ­ცი­ძე. რაც შეეხება ერ­თგუ­ლებას, ხურ­ცი­ძის თქმით, თუ­კი ადა­მი­ანს არ უნ­და, იყოს ამა თუ იმ პარ­ტი­ა­ში,  ის უნ­და წა­ვი­დეს. თუმ­ცა, „თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი" ხურ­ცი­ძე თვლის, რომ პარ­ტი­ა­ში ად­ვი­ლად არ უნ­და ხდებოდეს წევ­რების მი­ღება და პარ­ტი­ის წევ­რებს მან­და­ტი უნ­და ჰქონ­დეთ.

„ა­სე­თი მან­და­ტის არ­ქო­ნა უად­ვი­ლებთ წევ­რებს პარ­ტიების და­ტო­ვებას. პარ­ტი­ის წევ­რი და პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რი სხდასხვა რა­მე­ა. ხში­რად ეს ეშ­ლებათ", - აღ­ნიშ­ნავს ხურ­ცი­ძე.

„თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებში" გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ ქუ­თა­ი­სის 127-ვე საუბნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში თა­ვი­ან­თი, ერ­თგუ­ლი  წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეყოლებათ.

127-ვე  სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ერ­თგუ­ლი, გა­მოც­დი­ლი კად­რების წარ­დგე­ნას გეგ­მა­ვენ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რაობის" ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც. „ნა­ცი­ო­ნა­ლები" გან­მარ­ტა­ვენ, რომ ში­და პარ­ტი­უ­ლი გა­დახალი­სება ამ­დრომ­დე მიმ­დი­ნა­რეობს.

პარ­ტი­ის ქუ­თა­ი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, და­ვით გო­გის­ვა­ნი­ძის გან­მარ­ტებით, მათ არც გად­მობირებული წევ­რები სჭირ­დებათ და არც სხვის გად­მობირებას აპი­რებენ.

„ჩვენ უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი გვყავს საუბნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სიებში წარ­სად­გე­ნი წევ­რები, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ უნ­და  გა­დავხედოთ. მათ  ერ­თგუ­ლების და გა­მოც­დი­ლების მიხედ­ვით ვა­ფა­სებთ, რად­გან, ვი­ცით,  გვეს­მის, რომ რთუ­ლი პე­რი­ო­დი­ა, ხდება ზე­წო­ლები და პარ­ტი­უ­ლი გა­და­ად­გი­ლებები. მაგ­რამ ჩვე­ნი გუნ­დი მყარი და შეკ­რუ­ლი­ა. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნი ვე­რა­ფერს გა­მო­რიცხავ, თუნ­დაც ღა­ლატს", - ამბობს გო­გის­ვა­ნი­ძე.

პო­ლი­ტი­კუ­რ პარ­ტიებს ერ­თგუ­ლი წევ­რების შე­სარ­ჩე­ვად ვა­და 3 სექ­ტემბრამ­დე აქვთ.  საუბნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სიების და­სა­კომ­პლექ­ტებლად პა­რტიებმა ქუ­თა­ი­სის №59-ე სა­ოლქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში თა­ვი­ან­თი წევ­რები სწო­რედ 3 სექ­ტემბრამ­დე უნ­და წა­რად­გი­ნონ.

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა