|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე – ხალხს ოცნებაში ტოვებს

პრემიერ–მინიტრი, ბიძინა ივანიშვილის პოლტიკიდან  არ უნდა წავიდეს. ამ მოსაზრებას newpress.ge–ის მიერ გამოკითხული 50 ქუთაისში მცხოვრები ერთხმად ეთანხმება. 

ქუთაისბი თვლიან, რომ ივანიშვილი  მოსახლეობას ოცნებაში ტოვებს, რადგან  დაპირებები არ შეასრულა.

„გაჭირვებული მასისთვის ჯერ არაფერი არ გაუკეთებია,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები თინათინ კიკაბიძე.

მოსახლეობა ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილს მისცეს ხმა და ის ოთხი წლით აირჩიეს.

„ამიტომ, უნდა დარჩეს და საქმეს აკეთოს“, – ამბობენ ქუთაისელები.



პრემიერ მინისტრმა,  ბიძინა  ივანიშვილმა  გასულ კვირას პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. აღნიშნულის შესახებ, მან რამდენიმე თვის წინ განცხადება, ესტონურ სატელევიზიო გადაცემაშიც  გააკეთა. ივანიშვილი ამბობს, რომ მან პოლიტიკიდან სიამოვნება ვერ მიიღო და მისი დატოვების შემდეგ არასამთავრობო სექტორში გადასვლას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი  აქტიურ პოლიტიკაში 2012 წელს გამოჩნდა.


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა