|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

ბიოლის ფონდი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს

რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი:

სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.

პროგრამის ამოცანებია: 

ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;

ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.

კონკურსის პირობები 

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1978-1991 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებსაც გააჩნიათ სრული უმაღლესი განათლება და არიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი მაცხოვრებლები. სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა. უპირატესობა მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც გვთავაზობენ თემატურ და მეთოდოლოგიურ სიახლეს, ზეპირი ისტორიების, შედარებითი კვლევების და თვისობრივი კვლევების ახალ მეთოდებს.

ფონდი აფინანსებს აკადემიურ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:

1. სახელმწიფო და საზოგადოება: სოციალური სტრუქტურები, პოლიტიკური კულტურა და ინსტიტუტები;

2. ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები: კოლექტიური და ინდივიდუალური მეხსიერება - განსხვავებული ხედვები;

3. უთანასწორობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები: მარგინალობის განმსაზღვრელი ფაქტორები;

4. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები: ადაპტაციისა და ინტეგრაციის ფორმები;

5. სოციალური სქესის მიმართ მგრძნობელობა და გენდერული როლები პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში;

6. საბჭოთა წარსულის გააზრება: მაკრო და მიკროისტორია;

7. ურბანული განვითარების პოლიტიკური და სოციალური ასპექტები;

8. გარემო და განვითარება: კონსერვაციისა და ტრანსფორმაციის პრობლემები;

9. მიგრაცია: სტრუქტურებისა და ტენდენციების მრავალფეროვნება.

შენიშვნა: მოცემული ჩამონათვალი ის ზოგადი სფეროებია, რომლებსაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი აპლიკანტებს ინდივიდუალური კვლევებისთვის სთავაზობს. ფონდი მოუწოდებს აპლიკანტებს მოცემული სფეროების ჩარჩოში ვიწრო და ფოკუსირებული კვლევითი პროექტები წარმოადგინონ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ კვლევითი პროექტები, რომლებიც არ ჯდებიან ზემოთ ჩამოთვლილი კვლევითი სფეროების ფარგლებში.

სტიპენდიის ხანგრძლივობა და მოცულობა:

სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება თორმეტი თვით (01.01.2014-31.12.2014). სტიპენდიის მოცულობა ყოველთვიურად 250.00 ევროს შეადგენს. პროგრამა ასევე მოიცავს ფონდის მიერ ორგანიზებულ თანმდევ სემინარებს, საზაფხულო სკოლას და პუბლიკაციებით მხარდაჭერას.

საბუთები მიიღება 2013 წლის 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ მოიძიეთ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ვებ-გვერდზე: www.ge.boell.org



ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა