|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალმა 15 დღე ჭის ფსკერზე გაატარა და გადარჩა

ჩინეთის პროვინცია ხენანში ქალმა ჭის ფსკერზე 15 დღე გაატარა, სანამ მისი ყვირილი ადგილობრივმა ფერმერებმა არ გაიგეს.

სექტემბრის დასაწყისში 38 წლის სუ ცისიუ სამკურნალო მცენარეების შესაგროვებად წავიდა. სახლში, სიმინდის ყანის გავლით ბრუნდებოდა, როდესაც 4 მეტრი სიგრძის ჭაში ჩავარდა. სრიალა კედლებმა ქალს ზედაპირზე დამოუკიდებლად ამოსვლის საშუალება არ მისცეს.

15 დღის მანძილზე სუ წვიმის წყალს სვამდა და ნედლი სიმინდით იკვებებოდა, რომელიც თან მიჰქონდა. ამასთან, დახმარების თხოვნა არ შეუწყვეტია, სანამ მისი ყვირილი ადგილობრივმა ფერმერებმა არ გაიგეს.

ქალი ადგილზე მისულმა სახანძროს თანამშრომლებმა გადაარჩინეს. იგი ძალაგამოცლილი იყო და ვერ საუბრობდა, მაგრამ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 


წყარ: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა