|
  • EUR 1 = GEL 3.619
  • USD 1 = GEL 3.0729
|

ქუთაისში უფასო მასტერკლასი-ფოტოსესია გაიმართება

ქუთაისში, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული ფილიალი გაიხსნა. 
ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, ფოტოგრაფთა ასოციაცია 7 ოქტომბერს, 17 საათზე,  ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში - ”სიყვარულის ბაღში” 
პირველ, უფასო, მასტერკლას-ფოტოსესიას გამართავს. 18 საათზე ღონისძიება ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაგრძლედება (პუშკინის #6). 
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, მასტერკლასზე განიხილება პლენერზე მოდელის გადაღების თავისებურებები კომბინირებული განათებების საშუალებით.
შესრულდება პრაქტიკული გადაღებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს ექნება. მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებულ ფოტოებს.
მასტერკლასზე დასწრების მსურველთა რაოდენობა არ არის შეზღუდული.
მოდელის რანგში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გააკეთონ განაცხადი ვებ-გვერდზე - www.photographers.ge ; ხოლო საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, ტელეფონის ნომერი) უნდა გააგზავნონ  ელფოსტაზე a.karchkhadze@gmail.com ან info@photographers.ge

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 46.03%
უარყოფითად - 46.03%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.94%
სულ - 63 ხმა