|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კოსტავას ქუჩა ყოველდღე იტბორება

ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, უკვე ერთ თვეზე მეტია წყალგაყვანილობის მილი დაზიანებულია. დილის საათებში, იმ დროს, როცა წყლის მოწოდების პერიოდია, აღნიშნული ქუჩის დაზიანებული წყლის სისტემიდან დიდი რაოდენობით წყალი იღვრება. დაზიანებული წყლის მილის გამო  ტრანსპორტის გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზე პრობლემურია.  

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა დაზიანებული ადგილი რამდენჯერმე შეამოწმეს. თუმცა, პრობლემა ამ დრომდე ისევ მოუგვარებელია.

როგორც კომაპანიაში განაცხადეს, სარემონტო სამუშაოების დაწყებისათვის მერიისა და საპატრულო პოლიციის ნებართვას ელოდებიან. ნებართვის მისაღებად მათ აღნიშნულ უწყებებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის ხელმძღვანელი, მიხეილ თათარაძე  newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კოსტავას ქუჩაზე წყლის მილის აღდგენითი სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ კვირას, მერიისა და საპატრულო პოლიციისაგან ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა