|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის ყინულის მოედანზე ხოკეის გუნდი ივარჯიშებს

ქუთაისის ყინულის მოედანზე სექტემბრიდან ხოკეის სწავლა იქნება შესაძლებელი. საციგურაო მოედანზე ხოკეის შემსწავლელი კურსი ფედერაციის გადაწყვეტილებით დაიწყებს ფუნქციონირებას.  „ჩვენ მოგვივიდა ფედერაციიდან  წერილი  და სექტენბრიდან გაიხსნება ხოკეის ჯგუფიც. ეს იქნება არა მოყარულის, არამედ სპორტლ დონეზე სწავლება“- აღნიშნა ქუთაისის ყინულის მოედნის დირექტორმა გივი ფანჩულიძემ. როგორც საციგურაო მოედნის ადმინისტრაციაში ამობობენ, ხოკეის სწავლება, როგორც ფიგურული სრიალის, უფასო იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, ყინულის მოედანს დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 220 ათასი ლარით  გაეზარდა და ჯამში 380 ათასი ლარი შეადგინა. მოედნის დაფინანსება 2011 წელს 160 ათას ლარს შეადგენდა.  „ჩვენ 2011 წლის ოქტომბერში გავიხსენით, შესაბამისად ეს თანხა წლის ბოლომდე საკმარის იყო. ახლა გამოყოფილი ფინანსები ერთ წელზე უნდა გადანაწილდეს,“- აღნიშნა ყინულის მოედნის დირექტორმა.

ამჟამად, ქუთაისის საციგურაო მოედანზე მოქმედებს მხოლოდ შემსაწავლელი კურსები, სადაც ბავშვებს   5-დან 12–წლამდე იღებენ. „იმდენად დატვირთულები ვართ, რომ არ სცალია მოედნას მოყვარულებმაც ისრიალონ და გაერთონ,“- ამბობენ საციგურაო მოედანზე.

ქუთაისის ყინულის მოედნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 1 110 განაცხადია შესული, რომელთაც ციგურული სრიალის შესწავლა სურთ. მოსწავლეებს თბილისიდან მოწვეული 4 მწვრთნელი კვირაში 3ჯერ ავარჯიშებს. სწავლება 45 წუთი გრძელდება. „ჩავატარეთ ტესტირება და ის ბავშვები, რომლებმაც კარგი  შედეგი აჩვენეს, ერთ ჯგუფში გავაერთიანეთ. რადგან მათათან სხვა დონის სწავლება გაგრძელდეს. ჩვენმა ბავშვებმა არაერთი საინტერსო წარმოდგენა გამართეს. ძალიან კარგი მომავალი გვყავს,“- ამბობს ყინული მოედნის დირექტორი გივი ფაჩულია.

საციგურაო მოედანზე გაკვეთლები დილიდან იწყება. როგორც მშობლოები ამბობენ, მათი შვილები სერიოზულად ეკიდებიან სწავლების პროცეს. „ძალიან მინდოდა, რომ ჩემს შვილს  სპორტის ეს სახეობა შეესწავლა. თუმცა, ახლა ჩემზე მეტად არის მონდომებული. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ბევრი ბავშვი დადის,“- ამბობს მშობელმა ნინო დარსაძემ.

ქუთაისის ყინულის მოედანი 2011 წელს გაიხსნა, მის დასამონტაჟებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი გამოიყო.

ავტორი: თეო ხარაბაძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.98%
არა - 46.41%
არ იცი - 8.61%
სულ - 418 ხმა