|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელები სოჭის ოლიმპიადაზე – რუსეთთან გაბუტვით უფრო მეტს წავაგებთ

უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში? აღნიშნულ საკითხზე newpress.ge-ის მიერ ქუთაისში ჩატარებული ქუჩის გამოკითხვისას, უმრავლესობა ოლიმპიადაში მონაწილეობას საჭიროდ თვლის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სპორტი და პოლიტიკა გამიჯნული უნდა იყოს და საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს.

newpress.ge-ს მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან მხოლოდ 2 თვლის, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.



შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის წინააღმდე ქუთაისში, სხვა ქალაქების მსგავსად, აქციები მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.  

სოჭის ოლიმპიადა 2014 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს.

ავტორი: თეკლა მორგოშია