|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალი მოდის, თავს უშველეთ!.."

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ნა­მახვანჰესის მშე­ნებლობის პრო­ექ­ტი მრა­ვალჯერ გა­ნიხილეს სხვა­დასხვა არა­სამ­თავ­რობო გა­რე­მოს­დაც­ვით­მა ორ­გა­ნი­ზა­ციებმა.

2011 წელს და­წე­რი­ლი გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების ან­გა­რი­ში არა­სამ­თავ­რობო გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ციების მი­ერ არას­რულ­ფა­სოვ­ნად იქ­ნა შე­ფა­სებული. ასე­ვე, კო­რეულ­მა და თურ­ქულ­მა ფირ­მებმა, რომ­ლებიც ნა­მახვანჰესის პრო­ექ­ტში იყვნენ ჩარ­თუ­ლი, უა­რი გა­ნაცხადეს მშე­ნებლობის დაწყებაზე.

დღე­ის მდგო­მა­რეობით, ნა­მახვანჰესის მშე­ნებლობის და­საწყებად, ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ მიმ­დი­ნა­რეობს ინ­ვეს­ტორ­თა მო­ძიება პრო­ექ­ტის განხორ­ცი­­ლებისათ­ვის.

იმ შემთხვე­ვა­ში, თუ ნა­მახვანჰესის მშე­ნებლობის პრო­ექ­ტში ისევ  არ იქ­ნება ზუს­ტად გათ­ვლი­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დებით გა­მოწ­ვე­­ლი საფრთხეები, შე­იძ­ლება კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­ვი­დეთ. აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებზე  სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რაობა - „დე­და­მი­წის მე­გობრების" დარბაზის წევ­რი თე­­მუ­რაზ კე­პუ­ლა­ძე გვე­საუბრა.

-რა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ფლობთ ნა­მახვან ჰესის კას­კა­დის მშე­ნებლობის შე­სახებ და რო­გორ აფა­სებთ მას?

- ხელთ მაქვს „ნა­მახვა­ნის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო სად­გუ­რების კას­კა­დის" პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სების ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც საჯარო განხილ­ვას დაქ­ვემ­დებარებული დო­კუ­მენ­ტი­ა. მო­გახსე­ნებთ, რომ ამ პრო­ექ­ტის განხილ­ვის პრო­ცეს­შიც და დღე­საც, ჩემს მი­ერ  უარყოფი­თი მო­საზ­რებები გა­მო­ით­ქვა.  ამ ,,ვა­ი" დო­კუ­მენ­ტის შე­სახებ კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დებულებას.

არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის ხელახალი გა­და­მუ­შა­ვება ხორ­ცი­ელ­დება. ეს კი იმას ადას­ტუ­რებს, რომ აქ ნამ­დვი­ლად  ბევ­რი რამ არის გა­და­სახედი. პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც გან­სახილ­ვე­ლად უკ­ვე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რია გათ­ვა­ლის­წი­ნებული. თუმ­ცა, ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თებული­ა, რომ  „მსოფ­ლიო ბან­კის" მოთხოვ­ნების მიხედ­ვით პრო­ექ­ტი „ა" კა­ტე­გო­რი­ას მი­­კუთ­ვნება და თუ არ იქ­ნა გათ­ვა­ლის­წი­ნებული გა­რე­მოს დაც­ვი­თი მოთხოვ­ნები, შე­საძ­ლო რის­კები და მათ თა­ვი­დან აცი­ლების გზები, მის­და­მი და­მო­კი­დებულება ნე­გა­ტი­­რი იქ­ნება.

- აღ­ნიშ­ნუ­ლი მშე­ნებლობა წლების წინ შე­ჩერ­და. ხომ არ არის რა­­მე კავ­ში­რი ძველ და ახალ პრო­ექ­ტებს შორს?

- პრაქ­ტი­კუ­ლად, რაც 1988-1989 წლებში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­სახორ­ცი­­ლებლად, იგი­ვე პრო­ექ­ტი არის გად­მო­წე­რი­ლი და  ახალი არა­ფე­რი­ა. აქ არ არის გა­­ნა­ლი­ზებული რე­გი­ონ­ში უკ­ვე არ­სებული ჰესების ექ­სპლუ­­ტა­ცი­ის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობლე­მები. სრულ­ფა­სოვ­ნად არ არის განხილუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვები. კერ­ძოდ, აქ რომ წე­რია 111 მეტ­რი უნ­და იყოს ნა­მახვა­ნის კაშხლის სი­მაღ­ლე, რა­ტომ 111 და არა 85? ან სუ­ლაც 150? სად არის ალ­ტერ­ნა­ტი­ვების ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებლად  უნ­და იყოს  განხილუ­ლი. ასე­ვე, არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი კას­კა­დის ფი­ზი­კუ­რი მო­დე­ლი­რების მო­ნა­ცე­მები და მათ სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღებული შე­დე­გები, სე­ის­მო­დი­ნა­მი­კუ­რი პრო­ცე­სების ანა­ლი­ზი, თა­ნა­მედ­რო­ვე გე­­ლო­გი­­რი კვლე­ვის ან­გა­რი­ში, ერო­ზი­­ლი პრო­ცე­სების აღ­წე­რი­ლობა, მეწყერ­სა­ში­ში უბნების გან­საზ­ღვრა. არ არის ჩა­ტა­რებული კარ­სტულ მღვი­მე­­ზე (პრო­მე­თე, ხვამ­ლის)  მო­სა­ლოდ­ნე­ლი  გავ­ლე­ნის კვლე­ვები. სა­ერ­თოდ არ არის განხილუ­ლი, თუ რა გავ­ლე­ნას მოახდენს საპ­რო­ექ­ტო კას­კა­დების მშე­ნებლობა რი­­ნის ქვე­და ბიეფ­ში გან­ლა­გებულ ჰესებზე  (გუ­მა­თი, რი­­ნი, ვარ­ციხე)  და რაც მთა­ვა­რი­ა, ქა­ლაქ ფო­თის სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე. რამ­სა­რის კონ­ვენ­ცი­ით და­ცულ კოლხეთის   ეროვ­ნულ პარ­კზე. აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში არ არის განხილუ­ლი: გზების, ხიდების, ელექ­ტრო­გა­დამ­ცე­მი ხაზების სა­გე­ნე­რა­ციო სად­გუ­რების მშე­ნებლობის  პრინ­ცი­პები, რომ­ლებიც თა­ვის მხრივ სა­ჭი­როებენ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სების ან­გა­რი­შების მომ­ზა­დებას.

- არ­სებობს თუ არა  რა­­მე კონ­კრე­ტუ­ლი გათ­ვლები გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების ან­გა­რიშ­ში? 

- არის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ფიქ­რებელი ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც ეხება კაშხლების შე­საძ­ლო და­ზი­­ნების ანა­ლიზს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­გა­რი­ში შეს­რუ­ლებულია პო­ლო­ნე­ლი სპე­ცი­­ლის­ტების მი­ერ.

ან­გა­რი­შის მიხედ­ვით, დამბების გარ­ღვე­ვის შემთხვე­ვა­ში ქუ­თა­­სის  მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იტბორება 3 სა­­თის გან­მავ­ლობაში. დაახლოებით სა­მი სა­ათის გან­მავ

ავტორი: ანა ჯანაშია