|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ემოციური გამოსვლა, რომლის შემდეგ გუბაზ სანიკიძის ბიუროს წამომადგენელი გარდაიცვალა

ქუთაისის  მაჟორიტარი ბიუროს წარმომადგენელი, მამუკა ახალია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე შეუძლოდ ემოციური გამოსვლის შემდეგ გახდა. ახალაია მერიის ადმინისტრაციული შენობიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა წაიყვანა, თუმცა მისის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ახალაიამ ქუთაისის ბიუჯეტის 9 თვიანი შესრულების განხილვის დროს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის გია შარაბიძის ინტერესები დაიცვა. სხდომაზე გამოსვლის დროს, მისივე განცხადებით, იცოდა ჯანმრთელობის მოსალოდნელი გართულების შესახებ, თუმცა საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავის შეკავება ვერ შეძლო.

ავტორი: თეკლა მორგოშია