|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანდაზმულები საკუთარი უფლებებისათვის

სა­მი ხან­დაზ­მუ­ლი აქ­ტი­ვის­ტი ფი­ლი­პი­ნებიდან, ტან­ზა­ნი­­დან და ჩეხეთი­დან  2011 წე­ლი­დან გა­­როს ტრიბუნი­დან ცდი­ლობს და­იც­ვას ხან­დაზ­მულ­თა უფ­ლებები. ხელ­მი­საწ­ვდო­მობა ჯან­დაც­ვა­ზე, მო­ნა­წი­ლეობის მი­ღება სა­ზო­გა­დოებრივ საქ­მი­­ნობებში - ეს იმ მოთხოვ­ნა­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა, რა­ზეც ისი­ნი საუბრობენ. ასე­ვე, ცნობილი ხდება, რომ ზუს­ტად ერთ წელ­ში - 2012 წე­ლი,  გა­­როს ეგი­დით, ხან­დაზ­მულ­თა წლად გა­მოცხად­დება.

სო­ცი­ალურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობლე­მები, ხან­დაზ­მულ­თა გა­აქ­ტი­­რება და მა­თი სა­მო­ქა­ლა­ქო შე­საძ­ლებლობების გა­მოვ­ლე­ნა - ამ სა­კითხთა დაძ­ლევის ფონ­ზე უწ­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­დაზ­მუ­ლებს არ­სებობა. ქვეყანა­ში არ­სებული „მად­ლი­­რების სახლების" ბენე­ფი­ცი­არ­თა უმ­რავ­ლე­სობა სწო­რედ რომ, ხან­დაზ­მუ­ლები არი­ან.

ქუ­თა­ის­ში უკ­ვე 6 წელ­ზე მე­ტი­ა, რაც მარ­ტოხელა მოხუც­თა სო­ცი­­ლუ­რი ცენ­ტრები არ­სებობს. მოხუც­თა უმ­რავ­ლე­სობა ამ ცენ­ტრებში არამხოლოდ სო­ცი­­ლურ პრობლე­მა­თა გა­მო, არა­მედ, მარ­ტოხელა მდგო­მა­რეობისა და სა­ზო­გა­დოებაში ჩარ­თვის მი­ზე­ზით მი­დის.

ლი­ლი ავა­ლი­­ნი ერთ-ერ­თია იმ ბენე­ფი­ცი­არ­თა შო­რის, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­ში, დუმბაძის ქუ­ჩა­ზე გან­თავ­სებულ მარ­ტოხელა მოხუც­თა სო­ცი­­ლურ ცენ­ტრში და­დის. ცხოვ­რებისე­­ლი პრობლე­მებისა და გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ის  მიუხედა­ვად, ქალბატო­ნი ცენ­ტრით და­ინ­ტე­რე­სების მი­ზე­ზად ადა­მი­­ნურ ურ­თი­ერ­თობებს ასახელებს.

„40 წლის შვი­ლი მყავს გარ­დაც­ვლი­ლი. ეს უბედუ­რება გა­და­მა­ტა­ნი­ნა აქა­­რობამ. ორჯერ მი­ვე­დი ჯაჭ­ვის ხიდ­ზე, მდი­ნა­რე­ში გა­და­სა­ვარ­დნად. ღმერ­თმა ნუ ქნას, ეს  და­წე­სებულება დაიხუროს, სად მაქვს წა­სას­ვლე­ლი... ამის შემ­დე­გი გზა ჩემ­თვის  სა­საფ­ლა­­ა,"- ამბობს ხან­დაზმუ­ლი ლი­ლი ავა­ლი­­ნი-ჯანე­ლი­ძე. ქალბატო­ნი სხვა ბენე­ფი­ცი­­რებთან ერ­თად, ცენ­ტრში ყოველ­დღი­­რად (შაბათ-კვი­რის გარ­და) და­დის.

დი­ლი­დან სა­ღა­მოს 18:00-სა­­თამ­დე ბენე­ფი­ცი­­რები, ცენ­ტრში გარ­და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თობისა, ხელ­საქ­მე­საც აკე­თებენ.

ცენ­ტრში მოქ­მე­დებს რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი, მათ შო­რის ჭრა-კერ­ვის, ქსო­ვის ჯგუ­ფები. მოხუცებს, თა­ვი­ან­თი ხელ­ნა­კე­თი ნივ­თების  გაყიდ­ვაც შე­უძ­ლი­ათ.

ქუ­თა­ის­ში მარ­ტოხელა მოხუც­თა 2 ცენ­ტრი (ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში და ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე) არ­სებობს. ორივე მათ­გან­ში, ჯამ­ში  500-მდე ბენე­ფი­ცი­­რი და­დის.

„მე ვარ პე­და­გო­გი და ცენ­ტრის და­არ­სების დღი­დან აქ დავ­დი­ვარ. 30 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე სკო­ლა­ში და 22  - საბავ­შვო ბაღ­ში. აქ მო­სულ­მა, 40 წლის უნახავი  ამხანა­გები ვნახე. აქ რომ მო­ვე­დი, გა­ვახალ­გაზ­რდავ­დი" - ამბობს ცენ­ტრის ბენე­ფი­ცი­­რი მე­რი გე­რა­ძე.

ქუ­თა­ის­ში მარ­ტოხელა მოხუც­თა ცენ­ტრები 2004 წელს, წი­თე­ლი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების იმერეთის რეგიონალური ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა.  რო­გორც  წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­ოს სა­ზო­გა­დოების იმე­რე­თის რე­გი­­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის  ხელ­მძღვა­ნე­ლი ნი­ნო ავა­ლი­­ნი ამბობს, ცენ­ტრის შექ­მნამ­დე ჩა­ტა­რა­და კვლევები, რის შე­დე­გა­დაც, გა­ნი­საზ­ღვრა ის სა­ჭი­როებები, რო­მე­ლიც ცენტრს უნ­და ქო­ნო­და. „ეს იყო სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც გა­­მარ­თლა. ამ ადა­მი­­ნებს არ ქონ­დათ ტე­ლე­ვი­ზო­რი, ელექ­ტრო­­ნერ­გი­ის გა­და­სახადის შე­საძ­ლებლობა. ჩვენ გვყავს ექი­მი, რო­მე­ლიც ბენე­ფი­ცი­არ­თა ჯან­მრთე­ლობაზე ზრუ­ნავს. ასე­ვე, თი­თო­­ულ მათ­განს აქვს პო­ლი­სები. ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა მხოლოდ კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სახადით გვეხმა­რება. ძი­რი­თა­დად, შე­მო­წი­რუ­ლობებზე ვართ",- ამბობს ნი­ნო ავა­ლი­­ნი.

წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოხალი­სეები წლის მან­ძილ­ზე არა­ერთ საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, შე­მო­­სუ­ლი თანხები კი მარ­ტოხელა მოხუც­თა თავ­შე­სა­ფარს ხმარ­დება.

მარ­ტოხელა სო­ცი­­ლუ­რი ცენ­ტრის ბენე­ფი­ცი­არ­თა უმ­რავ­ლე­სობას ოჯახები ჰყავს, თუმ­ცა ისი­ნი ცენ­ტრში მა­ინც და­დი­ან. რო­გორც ცენ­ტრის მე­ნეჯერი ლა­მა­რა გოგ­სა­ძე ამბობს, მოხუცები ერ­თად ყოფ­ნით პა­ტა­რა სო­ცი­უმს ქმნი­ან  და რე­­ლი­ზების სა­შუ­­ლება ეძ­ლე­ვათ.

წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის იმე­რე­თის წარ­მო­მად­გენ­ლობაში აცხადებენ, რომ 2006 წლი­დან, ხან­დაზ­მულ­თა სა­კითხის მიდ­გო­მას­თან და­კავ­ში­რებით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. „მიუხედა­ვად პრობლე­მებისა, დღეს სა­ზო­გა­დოებამ იცის, რომ მოხუც­თა ინ­ტეგ­რა­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. თა­ვად ხან­დაზ­მუ­ლებიც საუბრობენ მათ უფ­ლებებზე, სახელ­მწიფოც მე­ტად აქ­

ავტორი: თეო ხარაბაძე