|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა - სტუდენტები პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე

newpress.ge–ის მიერ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოკითხული  60 სტუდენტიდან, 30 თვლის, რომ ქალაქში პარლამენტი უნდა დარჩეს. რადგან, მათივე თქმით, ეს ქალაქისთვის პრესიტიჟია. აღნიშნული პოზიცია ემთხვევა საპარლამენტო უმცირების წარმომადგენლების აზრს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტში დატოვებას მოითოხოვენ.
გამოკითხული 30 სტუდენტი, კი საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ პარლამენტის ქუთაისში დარჩენით არაფერი შეიცვლება. 



შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საკითხის განხილვა გადაიდო. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა-არგადატანის საკითხის განხილვის გადადების მიზეზად დეპუტატთა არასაკმარისი რაოდენობა დასახელდა. საკონსტიტუციო ცვლილებას ხმათა 3/4 ესაჭიროება.


ავტორი: თეკლა მორგოშია