|
  • EUR 1 = GEL 3.1127
  • USD 1 = GEL 2.8718
|

ქუთაისში ფოტოკონკურს "ილოს" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთასისში, TBC გალერეაში ქალაქის კულტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურს "ილოს" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
სამი ძირითადი საპრიზო ადგილიდან ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი პრიზი (1000 ლარის ოდენობით) ფოტოგრაფ მამუკა კაკაურიძეს ერგო, მეორე (700 ლარი) – ფარნავაზ ფხაკაძეს, მესამე (500  ლარი) კი – მსახიობ და ფოტოგრაფ სულხან გოგოლაშვილს.
კონკურსის თემას "ქუთაისი – გუშინ, დღეს, ხვალ" წარმოადგენდა.
"სულ უფრო პოპულარული ხდება კონკურსი, ამაზე მეტყველებს ის, რომ მასში წელს 30–მა  მოყვარულებმა და გამოცდილმა ფოტოხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. რადგან კონკუსის თემას "ქუთაისი – გუშინ, დღეს, ხვალ" წარმოადგენდა, აღმოჩნდა, რომ თავისი ხასიათით და შინაარსით მესამე ადგილის მფლობელი გახდა "გუშინ", მეორე ადგილის მფლობელი "დღეს" და პირველ ადგილზე გასული – "ხვალ". ასე თავისთავად გადანაწილდა წინასწარგანზრახვის გარეშე", – აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ჟიურის წევრმა თამთა თურმანიძემ.
პუბლიკის სიმაპათიის პრიზი ლევან ქემოკლიძეს და სოფო ბობოხოძეს ერგოთ. ჟიურის სიმპათია კი გიორგი ქომეთიანი აღმოჩნდა.
"წელსაც გამოიცემა კალენდარი, რომელიც ფოტოკონკურსში შემოსული სურათებით გაფორმდება, ასევე გამოიცემა ალბომი "ქუთაისი – გუშინ, დღეს ხვალ", – აღნიშნა თამთა თურმანიძემ.
კონკურსი 2007 წლიდან იმართება  და იგი ქუთაისელი კოლორიტის ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი