|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩვენ პატივს ვცემთ სამი ოთარის ხსოვნას“ (R)

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებრე, სამი ოთარის ძეგლის  ტერიტორიაზე, შესაძლოა მომავლი წლიდან სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს. ოთხსართულიანი შენობის მშენებლობის საკითხი, ქუთაისის მერიაზე არის დამოკიდებული, რომელმაც უნდა გასცეს  აღნიშნულ  ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა. იდეის ავტორების განცხადებით, სამი ოთარის ძეგლებს აღება არ ემუქრებათ.

შპს „ანასტასია“, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ მ მიწის ნაკვეთის მოიჯარეა. „ანასტასიას“  დირექტორი ცეზარი ჭელიძე განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი 35-წლიანი აღნაგობის ფორმის იჯარით შეისყიდა. რომელიც, ტერიტორიის სარგებლობის უფლებას ითავლისწინებს.

ქუთაისის მერიასა და  შპს „ანასტასიას“ შორის ტერიტორიაზე იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულება  მიმდინარე წლის ოქტომბერში  გაფორმდა.  „ამ დროისთვის კი მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა მოგვცეს ტერიტორიაზე უშუალოდ მშენებლობის ნებართვა“, – ამბობს ჭელიძე.

„ანასტასია“ მიმდინარე წლის სექტემბერში დაფუძნდა. ფირმის 60 პროცენტის მფლობელი დალი ლატარია, ხოლო 40 პროცენტის მფლობელი ნანა გაგუაა. „ანასტასიაში“ განმარტავენ, რომ ორგანიზაცია სამი ოთარის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით შესყიდვის მიზნით  შეიქმნა.

როგორც „ანასტასიაში“  ამბობენ,  აღნიშნულ ტერიტორიაზე  სასტუმროს აშენების სურვილი, ქალაქში წელს ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიმრავლემ გადააწყვეტინათ. ცეზარი ჭელიძე ამბობს, რომ  წელს ქუთაისში მომრავლებული  ტურისტებისთვის ადგილები  ქალაქში არსებულ სასტუმროებში აღარ იყო.

„ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი ლამაზი შენობა შეგვემატებინა ქალაქისთვის. ასევე, ჩვენ გვაქვს კონტაქტები და შეგვიძლია ტურისტებიც კიდევ უფრო მეტად მოვიზიდოთ.  ვფიქრობ, ეს ქალაქისთვისაც სასიკეთო იქნება“, –აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, შენობა სავარაუდოდ, შუშის ან ქვაში ჩასმული იქნება.  ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  ოთხსართულიან სასტუმროში არქიტექტურა შეხამებული იქნება მიმდებარე ინფრაქტრუქტურასთან.  ოთხსართულიანი სასტუმროში დაახლოებით 30 ნომერი, თითოეულ სართულზე კი,  „ლუქსებიც“ იქნება. ასევე, ჭელიძის ინფორმაციით, პირველ სართულზე კაფე–ბარის გაკეთებაც  იგეგმება. სასტუმროში სულ  15 ადამიანი დასაქმდება.

„გვინდა  რაც შეიძლება ლამაზი შენობა  და კომფორტული გარემო იყოს“, – აღნიშნავენ შპს „ანასტასიაში“.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შენობის პროექტზე კონკურსი გამოცხადება.  საბოლოო პროექტის დამტკიცების  შემდეგ კი, მაკეტის პრეზენტაცია ადგილობრივ თვითმმართველობასა და მედიასთან ერთად მოხდება. მათივე თქმით, ამ პროცესში ასევე, ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.

შპს „ანასტასიაში“ სამი ოთარის ძეგლის  მიმდებარე ტრიტორიის იჯარით გაცემის გამო გამოწვეულ უკმაყოფილებსაც ეხმიანებიან. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, თავიდანვე არ ჰქონიათ ჩაფიქრებული სამი ოთარის (ქუთაისელების – ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიასა და ოთარ  სულაბერიძის ) ძეგლების აღება.  

„ჩვენ არასოდეს არ გვიფიქრია  ძეგლების აღებაზე. ვპირდებით ყველას, რომ არანაირი საშიშროება არ ემუქრება სამი ოთარის ძეგლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ ხსოვნას“, – ამბობს ცეზარი ჭელიძე. მისივე თქმით, მათი ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას ამ  ძეგლების მოვლასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერის მოწესრიგებაზე.

ჭელიძის თქმით, ორგანიზაციამ სრულიად კანონშესაბამისად შეისყიდა აღნიშნული ტერიტორია და ასევე არქიტექტურული ნორმების სრული დაცვით, სანონის მოთხოვნის მიხედვით  მოხდება სასტუმროს მშენებლობაც.   

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა