|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თვითნაკეთი ავტომობილებისა და მობილური არქიტექტურის გამოფენა გაიმართა

ქუთაისში, საპროექტოს შენობაში თვითნაკეთი ავტომობილების  გამოფენა გაიმართა. არქიტექტორმა ვახტანგ დვალიშვილმა თავისი ექსკლუზიური პროექტები გააცნო დამთვალიერებელს.

საავტორო ავტომობილების მოდელების გარდა არქიტექტორმა მის მიერ დაპროექტებული ქუთაისის ცენტრის  და მობილური არქიტექტურის მაკეტები წარმოადგინა.
საკუთარი დიზაინით დაპროექტებული მანქანები (რომელთაც "ზაპოროჟეცის" და "ჟიგულის" ძრავები აქვთ დაყენებული) 1975 და 1985 წლებშია შექმნილი. 
აღსანიშნავია, რომ დიზაინერი თავისი დაპროექტებული ავტომობილით იმყოფებოდა ბულგარეთსა და ჩეხეთში, სხვა დიზაინერებთან ერთად  და საერთაშორისო გამოფენაში იღებდა  მონაწილეობას. სადაც იგი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა. 
ამჟამად ვახტანგ დვალიშვილის სამუშაო თემას მობილური არქიტექტურა წარმოადგენს - შენობები რომელბიც არა საველე სამუშაოებით, არამედ ქარხნული წესით აიგება. "ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან ფაქტობრივად გამზადებული შენობა იქმნება ქარხანაში. რომელიც ძალიან ხელსაყრელი იქნება გადასაადგილებლად. მაგალითად, როცა ზღვაზე იქნება ტურისტული სეზონი, შეიძლება იქ ააწყო სასტუმრო, როცა სეზონი დასრულდება დაშალო შენობა და ვთქვათ გუდაურში გადაიტანო", - განმარტავს არქიტექტორი. 
ვახტანგ დვალიშვილი ძველ შენობებზე, მაგალითად აივნების მობილური არქიტექტურის პრინციპით, მიშენებების შესაძლებლობაზეც მიუთითებს და მის მოხერხებულობასა და სიიაფეზე აქცენტირებს. 
მისი თქმით, თუკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაინტერესება მობილური არქიტექტურის მიმართ, მაშინ შესაძლებელი გახდება გაცილებით იაფად აიგოს შენობები. 
აღნიშნული გამოფენა ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა