|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების ვიზუალური ისტორია - გამოფენა ქუთაისის სამხატვრო გალერეაში

„არჩევნები -ერის შემოქმედი “ - ამ სახელწოდების გამოფენა ქუთაისში დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში გაიმართა. აღნიშნული გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით და  ცესკოს,  საქართველოს ეროვნული არქივისა და ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო,

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოლიტიკური პლაკატები, პრესა, ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც 1918-2008 წლამდე ჩატარებული არჩევნების ისტორიას ასახავდა.

გამოფენამ წარმოადგინა „არჩევნების ერთგვარ ვიზუალურ ისტორია. იგულისხმება პლაკატები საგაზეთო ამონარიდები, ძირითადად საბჭოთა პრესიდან - ეს უფრო საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო დამთვალიერებლისთვის.  ასევე ვიდეო მასალა. რაც შეეხება  სპეციფიკას, ალბათ, საინტერესო იქნება გასული საუკუნის 90 -ანი წლების შემდეგ გაკეთებული პლაკატები. აქ ძირითადად პოლიტიკური მოთამაშეები  მეორდებიან და საინტერესოა როგორ იცვლება ან არ იცვლება მათი მესიჯები“, - განაცხადა საქართველოს პარლემენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა  გიორგი კეკელიძემ.

წარმოდგენილი ექსპოზიციები პირობითად სამ ნაწილად იყოფოდა და ქართული საარჩევნო ისტორიის სამ ეტაპს ასახავდა - 1918-1921 წლებს,  საბჭოთა ეპოქას და პოსტსაბჭოთა პერიოდს.

საბჭოთა პრესიდან ამონარიდები საინტერესო მასალას წარმოადგენდა დამთვალირებლითვის იგი ერთგვარ შედარების და იმის გარკვევის საშუალებას იძლეოდა რამდენად გათავისუფლდა ქართული საზოგადოება საბჭოური დამოკიდებულებებიდან.

გამფენაზე წარმოდგენილ საბჭოთა გაზეთებში უხვად იყო საბჭოთა ლიდერებისადმი (მაგალითად, ლავრენტი ბერიასადმი) მიძღვნილი  ქართველი კლასიკოსების სახოტბო ლექსები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა ლექსების მიძღვნის ტრადიცია სადღეისოდ აქტუალური აღარ არის.

„თუ ვთქვათ მაშინდელი ლიტერატურა უფრო დიდი ძალის მატარებელი იყო, დღეს  ლიტერატურამ, გარკვეულწილად, დაკარგა ის მუხტი და აქედან გამომდინარე პოლიტიკოსები ალბათ დიდად არ ინტერესდებიან მათდამი  მიძღვნილი ლექსებით, ამიტომ ეს ლექსებიც მაინცადამაინც გაზეთის ფურცლებზე არ ჩანს. ლექსები ძალიან საინტერესო აღარ უნდა იყოს თვითონ პოლიტიკოსებისთვის. ამიტომ დღეს მხოლოდ ვიღაცის პირად სურვილზეა დამოკიდებული  ლექსს დაუწერს ვინმეს თუ  მოთხრობას“, - განმარტავს გიორგი კეკელიძე.

გამოფენა ქუთაისში ერთ კვირას გაგრძელდება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა