|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს

ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, საქართველო ქვეყნის მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, რაც მთელი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს. მათი უმრავლესობა შრომითი მიგრანტია. 

ambebi.ge შეეცადა გაერკვია, მსოფლიოს მასშტაბით რომელ ქვეყნებში ცხოვრობს ყველაზე მეტი ქართველი. გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს:

1. რუსეთი
2. საბერძნეთი
3. აზერბაიჯანი 
4. უკრაინა 
5. აშშ

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიგრანტთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, შრომით მიგრანტთა 45% ქალია. ქართველებისთვის შრომითი მიგრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც მიგრანტ ქალთა 24,3% იმყოფება.

რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს შრომით მიგრაციას ქვეყნისთვის, რა შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში მიგრაციის მხრივ ქვეყანაში და რა უნდა იცოდნენ შრომითი მიგრაციის მსურველებმა? ამ კითხვებით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს, ნათია კვიციანს მივმართეთ:

"მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, შრომითი რესურსების გადინება საქართველოდან გამართლებულია იმით, რომ მიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა ბევრი ოჯახისთვის ყოველდღიურ სარჩო-საბადებელს, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიგრანტები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისია, რადგან უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს ე.წ. ტვინთა გადინებას. ვინაიდან მუშაობას უმეტესწილად არალეგალური ხასიათი აქვს, ქართველები ძირითადად მათი პროფესიის შესაბამის სამუშაოს ვერ ასრულებენ, ხდება კვალიფიკაციის ცვეთა და დაბრუნებულები ვერ ახდენენ შრომითი უნარების განვითარებას ან შენარჩუნებას. შედარებით უკეთეს პირობებში არიან მამაკაცები, რადგან მშენებლობებზე არიან დასაქმებულები. იქ შესაძლებელია უნარები გაიმჯობესონ, რაც საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში გამოადგებათ.

ნათია კვიციანის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციის ხელსეწყობით საქართველოში 2000 ადამიანი დაბრუნდა. 

2011 წელს საქართველომ და ევროკავშირმა გააფორმეს ხელშეკრულება რეადმისიის შესახებ, რაც საქართველოდან ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად შესული მიგრანტების უკან დაბრუნებას გულისხმობს. საქართველომ მიგრანტების წინაშე აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს ამ პირებისთვის დროებითი თავშესაფარი და სხვა ხარჯები, ვიდრე მათი იდენტიფიკაცია მოხდება.

პროექტის ბიუჯეტი სამ მილიონ ევროს შეადგენს და გულისხმობს ნებაყოფლობით დაბრუნებული ადამიანებისთვის მცირე ბიზნესის, სოფლის მეურნეობისა და განათლების ხელშეწყობას. 

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც საკმაოდ მძიმეა და საქართველო ამჟამად მზად არ არის ნებაყოფლობით დაბრუნებული მიგრანტების სათანადოდ მისაღებად:

"მიგრანტთა დაბრუნება მათი რესურსების რეალურად გამოყენებასა და ეკონომიკურ შეღავათებთან უნდა იყოს მიბმული. მთავარია ქვეყანაში იყოს ამის ეკონომიკური ნება და მზაობა, რასაც არსებულ მდგომარეობაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. მიგრანტები რომ ერთბაშად მოაწყდნენ ქვეყანას, ეს სრულ სოციალურ-ეკონომიკურ ჭაობამდე მიგვიყვანს, - განაცხადა ამბები.გე-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.

ოფიციალური მონაცემებით, ქართველ მიგრანტთა საერთო ჯამური კაპიტალი დაახლოებით 90 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც სათანადო და მიზანმიმართული ხარჯვის შემთხვევაში, ქვეყნისთვის სერიოზული ფინანსური მაჩვენებელი იქნებოდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ თანხის დაახლოებით 40 % სწორედ შრომითი მიგრანტების მიერ იგზავნება ქვეყანაში.

P.შ. სია შედგენილია ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნებში ოფიციალურად დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით (იგულისხმება სრულწლოვანი ადამიანები) და მაქსიმალურად ასახავს რეალურ სურათს. 

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა