|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკით დაზარალებულები ყოფილ პრემიერს - ბატონო ბიძინა თქვენ "გაბოლებენ"

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ პა­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ ახალ კა­ნონ­პრო­ექტს იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულები მო­რიგ „ბლე­ფად" აფა­სებენ.

გა­მო­სახლების საფრთხის წი­ნა­შე მყოფი და­ზა­რა­ლებულების თქმით,  კა­ნონ­პრო­ექ­ტის სახით მთავ­რობამ მათ მო­რი­გი ტყუი­ლი შეს­თა­ვა­ზა.

გა­სულ კვი­რას, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ახალი კა­ნონ­პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა. კა­ნონ­პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი პრო­ლე­მუ­რი იპო­თე­კუ­რი სესხების­გან მო­სახლეობის დაც­ვა გახლავთ. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­პრო­ექ­ტში იმ მო­ქა­ლა­ქეებზე, რომ­ლებიც იპო­თე­კუ­რი სესხების გა­მო, ყოველ­დღი­უ­რად გა­მო­სახლების მო­ლო­დინ­ში არი­ან, ნათ­ქვა­მი არა­ფე­რი­ა.

კა­ნონ­პრო­ექ­ტის მიხედ­ვით, უფ­ლებები მხოლოდ კერ­ძო იპო­თე­კა­რებს ეზ­ღუ­დებათ. რომ­ლის თა­ნახმა­დაც, მე­ვახშეებს მაქ­სი­მა­ლუ­რი საპ­რცენ­ტო ზღვა­რი და­უ­წეს­დათ.

კა­ნო­ნის მიხედ­ვით მე­ვახშეებს, სესხზე 48 პრო­ცენ­ტზე მე­ტი გა­ნაკ­ვე­თის და­წე­სების უფ­ლება არა აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცია არ ეხება ბან­კებსა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციებს.

"საბოლოო ჯამ­ში ჩა­მოვყალიბდით იმა­ზე, რომ ბან­კებზე და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ციებზე რე­გუ­ლა­ციები არ გავ­რცე­ლებულიყო. რე­გუ­ლა­ციები მხოლოდ მე­ვახშეებს შეეხება, რად­გან სწო­რედ ისი­ნი აწე­სებენ გა­ნუ­ზომ­ლად დიდ საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თებს, რაც საბოლოო ჯამ­ში მო­ვა­ლე­ეების გა­ღა­ტა­კებას და მო­სახლეობის უსახლკა­როდ დარ­ჩე­ნას იწ­ვევს," - გან­მარ­ტავს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბარა­მი­ძე.

თუმ­ცა იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულ­თა აზ­რით, სა­კა­ნონ­მდებლო ცვლი­ლებების პა­კე­ტი მათ მოთხოვ­ნებსა და სა­ჭი­როებებს აბსო­ლუ­ტუ­რად ვერ პა­სუხობს.

"ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტის სახით მთავ­რობამ მო­რი­გი ბლე­ფი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ამ კა­ნონ­მა შე­საძ­ლოა და­იც­ვას ის ადა­მი­ა­ნები, ვინც სესხს მო­მა­ვალ­ში აი­ღებს. ჩვენ კი ვინც თაღ­ლი­თების მსხვერ­პლი ვართ, ეს კა­ნო­ნი ვე­რაფ­რით ვერ დაგ­ვი­ცავს," - ამბობს იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებული მა­მუ­კა კა­კა­უ­რი­ძე.

იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულ­თა მოთხოვ­ნა, დაბალ­პრო­ცენ­ტი­ა­ნი სესხები და აღ­სრუ­ლების შე­ჩე­რება გახლდათ.

"ყოველ­დღე გვპირ­დებიან, რომ ჩვე­ნი საქ­მის გა­დაწყვე­ტა მოხდება. თუმ­ცა, სა­კითხის განხილ­ვა და გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღება რე­ა­ლუ­რად არ ხდება. ამა­სობაში კი იმა­ტა ადა­მი­ა­ნების გა­მო­სახლების ფაქ­ტებმა, სახლკარ­და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებში ინ­ფარ­ქტების რიცხვმა და უკი­დუ­რეს­მა გა­ჭირ­ვებამ," - ამბობს იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებული და­რეჯან სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე.

ქუ­თა­ის­ში ერთ-ერ­თი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვებაში მყოფი იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებული კაჩ­მა­ზო­ვების ოჯახი, სა­ა­კა­ძის ქუ­ჩა №55-ში ცხოვ­რობს.

კაჩ­მა­ზო­ვების ოჯახში სა­გან­გებო მდგო­მა­რეობაა. რად­გან გა­მო­სახლების პი­რას მყოფ ოჯახში მშობლებთან ერ­თად 9 წლის ცე­რებრა­ლუ­რი დამბლით და­ა­ვა­დებული ბავ­შვი ცხოვ­რობს.

"ჩვე­ნი სახელ­მწი­ფო მო­ქა­ლა­ქეს ვერ იცავს. ვერ იცავ­და "ნა­ცების" დროს და ვერ, თუ არ იცავს ახლაც. მა­თი კა­ნო­ნები, ახალიც და ძვე­ლიც დაახლოებით ასეთ ში­ნა­არსს ატა­რებს - გცნობ და­ზა­რა­ლებულად, მაგ­რამ შე­ნი სახლი­დან მა­ინც უნ­და გა­გა­სახლო. ჩვე­ნი სახელ­მწი­ფო ღა­რიბს ვერ იცავს მდიდ­რის­გან და  დი­დის­გან პა­ტა­რას, ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლებმა" სა­მა­რე გაგ­ვითხარას. ახალი მთავ­რობა  გვერ­დით დარ­ჩე­ნილ მი­წას თუ არ მოგ­ვაყრის,  კარ­გი იქ­ნება," - ამბობს იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებული ირაკ­ლი კაჩ­მა­ზო­ვი.

კაჩ­მა­ზო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულ­თა სა­კითხის გა­დაწყვე­ტა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ ხდება. რად­გან სახელი­სუფ­ლებო წრეებში არი­ან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებსაც თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სების გა­მო არ აწყობთ და­ზა­რა­ლებულ­თა პრობლე­მების მოგ­ვა­რება.

"ბევ­რი იპო­თე­კა­რი და თაღ­ლი­თი, თვი­თონ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობაშია და ღუ­პა­ვენ ერს. ისი­ნი ბიძი­ნას მოყვა­ნილ მმარ­თველ გუნდს ებრძვი­ან და ატყუებენ. ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, თით­ქოს ბიძი­ნას უთ­ქვამს, მო­ა­წეს­რი­გეთ ამ ხალხის პრობლე­მები ისე, რო­გორც აჭა­რა­ში მო­წეს­რიგ­და­ო. თუმ­ცა აჭა­რა­ში რე­ა­ლუ­რად ჯერ არა­ფე­რი მო­წეს­რი­გებულა. ბოდი­შით ბატო­ნო ბიძი­ნა, მაგ­რამ თქვენ, თქვენს  მმარ­თველ გუნ­დთან ერ­თად ძა­ლი­ან მაგ­რად „გაბოლებენ," - ამბობს ირაკ­ლი კაჩ­მა­ზო­ვი.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ერ შე­მუ­შა­ვებულ კა­ნონ­პრო­ექტს არას­რულყოფი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ იუ­რის­ტებიც. რო­გორც ისი­ნი ამბობენ სა­კა­ნონ­მდებლო ცვლი­ლებების ახალი პა­კე­ტი სრუ­ლად ვერ პა­სუხობს მი­სი შექ­მნის მი­ზანს.

"ვფიქ­რობ ეს ცვლი­ლებები არაა საკ­მა­რი­სი პრობლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად. ამ მხრივ კი­დევ ბევ­რია სა­მუ­შა­ო. რად­გან ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა მო­სახლეობის დაც­ვა უსახლკა­რობის­გან," - ამბობს  არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია „საყოველ­თაო სა­მო­ქა­ლა­ქო სო­ლი­და­რობის" სა­ზო­გა­დოების მე­ნეჯერი და­ვით ჟღენ­ტი.

მი­სი­ვე თქმით, არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციები და იუ­რის­ტები აქ­ტი­უ­რად მუ­შაობენ ისე­თი კა­ნონ­მდებლობის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად შეც­ვლის არ­სებულ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­მო­ი­ძებნება მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­თე­კით და­ზა­რა­ლებულ­თა სა­სარ­გებლოდ.

 

ავტორი: ანა ჯანაშია