|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შვედეთში მშობლების ლოგინში ჩვილის ჩაწვენა აკრძალეს

ექსპერტებმა შვედ მშობლებს 3 თვემდე ჩვილის ლოგინში ჩაწვენა აუკრძალეს, რადგანაც ამან შესაძლოა პატარას უეცარი სიკვდილი გამოიწვიოს.
ქვეყანაში ბავშვისთვის მშობლების ლოგინის გაზიარება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ მეცნიერები მშობლებს სთხოვენ, ეს პრაქტიკა დაივიწყონ.
"მნიშვნელოვანია 3 თვემდე ბავშვი საკუთარ ლოგინში იწვეს. აუცილებელია პატარამ კვამლით, ან ალკოჰოლით გაჟღენთილი ჰაერი არ ისუნთქოს", - ამბობს მკვლევარი კერსტინ ნორდსტრენდი.
SIDS - ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი დღემდე ამოუხსნელ ფენომენად ითვლება. ამ სინდრომის დროს პატარა სრულიად მოულოდნელად ძილში კვდება. გაკვეთისას ექიმები ვერასდროს სვამენ ზუსტ დიაგნოზს, კონკრეტულად რის გამო გარდაიცვალა ჩვილი - სწორედ 

ამიტომ, ამ სინდრომს ხშირად ლოგინის სიკვდილსაც უწოდებენ. სინდრომის პრევენციისთვის არსებობს რამდენიმე სტრატეგია: პატარა ზურგზე დააწვინოთ და არ გამოიყენოთ მოშვებული ქვეშაგები.

ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში წერია - უეცარი სიკვდილის სინდრომით გარდაცვლილთა ანალიზისას გაირკვა, რომ გარდაცვლილთა 22%-ს მშობლის ლოგინში ეძინა.


წყარო:www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა