|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე ოცნებობს

ორნელა მუტის სურს გახდეს რუსეთის მოქალაქე. მსოფლიო კინემატოგრაფიის ვარსკვლავმა ამასთან დაკავშირებით განცხადება მოსკოვში გამართული პრეს-კონფერენციის დროს გააკეთა. 58 წლის ვარსკვლავმა აღიარა, რომ რუსული ფესვები აქვს - „ჩემი ბებია და ბაბუა რუსები იყვნენ და პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ისინი ემიგრაციაში წავიდნენ და შემდეგ ვეღარ დაბრუნდნენ, ეს საშინელებაა, დედა ამაზე ბევრს მიყვებოდა, მე მიყვარს რუსეთი“

იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი, რუსული ფილმის გადაღებებში მონაწილეობაზე ოცნებობს. ჟურნალისტებთან საუბარში მუტიმ განაცხადა, რომ ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს მსგავსად, მასაც სურს რუსეთის მოქალაქეობის მიღება.

როგორც ცნობილია ორნელა მუტიმ, ითამაშა 1980 წელს გრიგორი ჩუხრაის მიერ გადაღებულ ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“.


წყარო; ntv.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა