|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უნიკალური ჯიშის პალმის ხეები შესაძლოა განადგურდეს

ქუთაისში უნიკალური ჯიშის ძვირადღირებული პალმების ხეივანი, შესაძლოა განადგურდეს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, პალმები მოყინვის საფრთხის წინაშე მთავრობის უყურადღებობის გამო დგას.

ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული 200 ძირი პალმა, ზამთარს შეუფუთავი "შეხვდა." მაშინ, როდესაც, პალმები, რომლებიც უნიკალური ჯიშისაა, სიცივეს ვერ უძლებს და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

პალმების შეფუთვა, მხოლოდ ხუთი დღის წინ დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში კი, აღმაშენებლის გამზირზე არსებული 300 პალმიდან, მხოლოდ 100 ძირი პალმის შეფუთვა მოესწრო.

იხილეთ ფოტოგალერეა

აღმაშენებლის გამზირზე ცივ ზამთარში, უნიკალური ჯიშის პალმების შეუფუთავად დატოვებას, ადგილობრივები აკრიტიკებენ და აღნიშნულს, ვანდალიზმის ფაქტად აფასებენ.

„ის, რომ უნიკალური ჯიშის პალმებს განადგურების საშიშროების წინაშე აყენებენ, ჩვეულებრვად შეიძლება ვუწოდოთ ვანდალიზმი. პალმების შეფუთვა ამ დრომდე უნდა მომხდარიყო. ახლა მცენარე სველია და  კიდეც რომ შეფუთონ, არ შეიძლება. ჩაიყინება და სულ განადგურდება. ამიტომ, როგორც კი ამინდი გამოვა და პალმის ფოთლები გაშრება, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ და პალმები სასწრაფოდ შეფუთონ,“ - ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ხვიჩა ვაშაყმაძე.

ქუთაისში პალმების უყურადღებოდ დატოვებას, აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლებიც აკრიტიკებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ პალმები შესაძლოა განადგურდეს და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს  გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ. 

 „ამ პალმების ასე უყურადღებოდ დატოვება  ქუთაისის მიმართ უპატივცემულობაა. საჭიროა დროულად გამოფხიზლდეს კეთილმოწყობის სამსახური და ვისაც ამ ხეივნის მოვლა-პატრონობა ევალება დროულად მიაღებინოს გადამჭრელი ზომები,“ - ამბობენ აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებლები.

როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, აღმაშენებლის გამზირზე არსებული უნიკალური ჯიშის პალმებზე ზრუნვა, მთლიანად, ტენდერში გამარჯვებულ შპს  „ქალაქსერვისს“ ეკისრება.

„ქალაქსევისი“-ის წარმომადგენლებს უკვე სიტყვიერი გაფრთხილება მივეცით. რადგან პალმები უკვე შეფუთული უნდა იყოს. თუმცა როგორც გვითხრეს, სამუშაოს ბოლომდე დასრულება, გარვკეული შეფერხებების გამო ვერ მოახერხეს,“ - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსხურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ზამბახიძე.

როგორც შპს „ქალაქსერვისი“-ის წარმომადგენლები ამბობენ, პალმების შეფუთვა მათ ხუთი დღის წინ დაიწყეს. თუმცა ხელი უამინდობამ შეუშალათ და სამუშაოს ბოლომდე დასრულება სწორედ ამ მიზეზით ვეღარ მოასწრეს.

„პალმების შეფუთვა საკმაოდ რთული პროცესია და ამას დრო სჭირდება. დაწყებული სამუშაოს დასრულებაში ხელი წვიმიანმა ამინდებმა შეგვიშალა. მაგრამ ამით პალმებს საფრთხე არ ემუქრება და ხემცენარე არ დაზიანდება,“  - ამბობს „ქალაქსერვისის" ხელმძღვანელი, დავით ბეშკენაძე.

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები პალმის შეფუთვას ამინდის გამოსვლისთანავე  გააგრძელებენ და სამუშაოს უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ "ვაშინგტონის" ჯიშის პალმების ხეივანის მოწყობა, სამი წლის წინ, ქუთაისის მერიას 960 000 ლარი დაუჯდა. 300 ძირი პალმა აღმაშენებლის პროსპექტის კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა