|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრაგიკული ინციდენტი - მამაკაცმა ხუთსაათიან შოპინგს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა

ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის მკვიდრი 38 წლის ტაო სიაო, საცოლესთან ერთად საახალწლო საჩუქრების საყიდლად სავაჭრო ცენტრში მივიდა.

მაღაზიებში, ხუთი საათის ხეტიალის შემდეგ, მამაკაცს მოთბინების ფიალა აევსო და გოგონას სახლში წასვლა შესთავაზა. შოფინგის მოყვარულმა გოგონამ ტაოს განუცხადა, რომ მას კიდევ დარჩა რამდენიმე მაღაზია მოსანახულებელი, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო.

ამის შემდეგ, გოგონა წყობიდან გამოვიდა, დაიწყო ყვირილი, ტაოს ძუნწი და უგულო უწოდა, რომელმაც მას მთელი შობა ჩაუშალა. როგორც კი ქალი ერთი წამით გაჩერდა, მისმა რჩეულმა დაყარა ძირს ჩანთები და სავაჭრო ცენტრის მეშვიდე სართულიდან გადახტა.

შემთხვვის ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდნენ მაშველები და ექიმები, მაგრამ საყიდლებით გაწამებული მამაკაცის გადარჩენა ვერ შესძლეს.

მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა