|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკანდალი საფრანგეთში: მედდამ ექვსი პენსიონერი მოწამლა

საფრანგეთში, ქალაქ შამბერში ერთ-ერთი მოხუცებულთა თავშესაფრის მედდამ ექვსი პენსიონერის მოწამვლა აღიარა. 

ქალს განზრახ მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. თავად მედდა კი თვლის, რომ მოხუცებულებს სამსახური გაუწია. 
შამბარში ბოლო ორი თვის მანძილზე ერთდროულად რამდენიმე საეჭვო სიკვდილი დარეგისტრირდა. როდესაც დაწესებულების ხელმძღვანელობამ გამოძიება წამოიწყო, 30 წლის მედდამ, რომელიც სამუშაოზე 2012 წელს აიყვანეს, თავადვე აღიარა, რომ რამდენიმე პაციენტს ძლიერმოქმედი მედიკამენტებისგან სასიკვდილო კოქტეილი გაუკეთა. 
"მან განაცხადა, რომ ჰუმანური მოტივებით ხელმძღვანელობდა, რათა მხცოვანი ადამიანების ტანჯვისთვის წერტილი დაესვა",- განაცხადეს პროკურატურის წარმოამდგენლებმა. მაგრამ ძიებამ აჩვენა, რომ მიუხედავად მოწამლულთა ასაკისა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
"მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 80 წელი იყო, მართალია მოხუცებს მართლაც აწუხებდათ სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ მათთვის მომაკვდავის დარქმევა არ შეიძლება",- განაცხადა პროკურორის მოადგილემ შემბერი დიეტლინდ ბოდუენმა. 
აღსანიშნავია, რომ უფრო დიდი რაოდენობის მსხვერპლის თავიდან აცილება სასწაულებრივად მოხდა. სამი პაციენტი გადაჩა მას შემდეგ, რაც მედდამ მის მიერ მომზადებული ნარევის დალევა აიძულა. 
ოფიციალურად, ევთანაზია საფრანგეთში აკრძალულია. კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტში 2011 წელს განიხილეს, მაგრამ არ დაამტკიცეს. 
წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა