|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Facebook-ი გამოუქვეყნებელ პოსტებსა და კომენტარებსაც ხედავს

Facebook- ში დაადასტურეს, რომ მათ ხელი მიუწვდებათ მომხმარებლების გამოუქვეყნებელ ჩანაწერებზეც. აღნიშნულის აღიარება  მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიის ორმა მკვლევარმა  განაცხადა, რომ თვალს ადევნებდნენ 5 მილიონი იუზერის  აქტივობას ამერიკასა და ბრიტანეთში, წერს The Los Angeles Times.

კვლევის მიზანი, იმის გარკვევა იყო, სოციალური ქსელის მომხმარებლები რამდენად ხშირად მიმართავენ თვითცენზურას პოსტებისა და კომენტარების  წერის დროს. ჩანაწერზე „თვალთვალი“ მას შემდეგ იწყებოდა, როცა მომხმარებელი 5 სიმბოლოზე მეტს გამოიყენებდა. თუ 10 წუთის განმავლობაში ნაწერი არ გაიგზავნებოდა, მაშინ ეს ჩაითვლებოდა, როგორც თვითცენზურა.

თუმცა Facebook-ში დააზუსტეს, რომ არ კითხულობდნენ კონკრეტულად რა სიტყვებს და ასოებს წერდნენ ავტორები, აღნიშნავს The Los Angeles Times.

კომპანიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვს, რომ კვლევა მიმდინარეობდა მომხმარებლების თანხმობის საფუძველზე. აღნიშნულ თანხმობაზე გადაწყვეტილებას პროფილის შექმნის დროს იღებს ყველა იუზერი.

თუკი მომხმარებელს ეს არ მოსწონს, მაშინ მას აქვს ორი გზა ან დატოვის ქსელი, ან გამორთოს JavaScript საკუთარ ბრაუზერში. თუმცა JavaScript მნიშვნელოვან როლს თამაშობს  ბევრი საიტის მუშაობაში. ასე რომ არ ღირს გაოცება, თუკი მისი გათიშვის შემდეგ თქვენი საყვარელი რესურსები გამოისახებიან არაკორექტულად, აღნიშნულია სტატიაში.

სტატია მომზადებულია Los Angeles Times მიხედვით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა