|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფელ ქვიტირის მოსახლეობა საძოვრებზე კომერციული სასაფლაოს მოწყობას აპროტესტებს

სოფელ ქვიტირის, ე.წ ჭეიშვილების უბნის მოსახელობა სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებს. 

ქვიტირის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე შპს "განთიადი 2013"–ია.

ქვიტირის მოსახლეობის ვარაუდით, შპს "განთიადი 2013" მესვეურებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება ბიზნესინტერესებისთვის სურთ და მასზე კომერციული სასაფლაოს მოწყობას გეგმავენ.

შპს "განთიადი 2013"–ში აცხადებენ, რომ მოეწყობა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე კომერციული სასაფლაო, წყალტუბოს საკრებულოს გადაწყვეილებაზეა დამოკიდებული.


ავტორი: დეა მანაგაძე