|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას წერდა დასავლური პრესა ქართველ ქალებზე?

1997 წლის 31 აგვისტოს ბრიტანულ გამოცემა The Independent-ში ჟურნალისტ მაიკ ჟერარდის სტატია დაიბეჭდა, რომელიც საქართველოს, ქართულ კულტურასა და ქართველ ქალებს ეძღვნებოდა. "ჩინებული საქართველო - ღმერთის კუთვნილი ქვეყანა", - ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია.

"თუ გსურთ, მოგზაურობისას ინგლისური სიტყვები არ გაიგოთ, საქართველოს ესტუმრეთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წლის წინ მოიპოვა და ჯერჯერობით ტურიზმის მხრივ, ბევრი არაფერი გაკეთებულა. უცხოელებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში სტალინი დაიბადა. თუმცა, რა არ იციან? - უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს ისეთივე ფართობი აქვს, როგორც ირლანდიას, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედია, 200-ზე მეტ კილომეტრზე კი შავი ზღვის სანაპირო ზოლია გადაჭიმული, ქართული ენა უნიკალურია. სადილობისას ხშირად უნდა თქვათ "გაგიმარჯოთ", როდესაც ფიქრობთ, რომ კერძი დააგემოვნეთ, მაგიდაზე ახალ-ახალი საჭმელი ჩნდება და რასაკვირველია, ქართული ღვინო.

თბილისში სტუმრობისას, დილით სასტუმროს აივნიდან გადმოვიხედე და გავიფიქრე, რას უნდა ველოდო საქართველოს დედაქალაქისგან, სტალინურ არქიტექტურას? ზუსტად ორი წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: მზიანი დილა იყო. მდინარე მტკვარი სწრაფად მიედინებოდა. დაბლა ძველი ქალაქი მიმზერდა აივნიანი სახლებით, ეკლესიებით, რომლის უკანაც მთაწმინდა ჩანს. მაღაზიის მეპატრონეებმა ფილაქნები დაატენიანეს, ზოგიერთმა 

შენობამ პრაღა გამახსენა. მამაკაცი ცდილობს, ძველი ლურჯი "ლადა" აამუშავოს, დანარჩენები კი ხის ქვეშ დომინოს თამაშობენ.

ტკბილეულის ყიდვა გადავწყვიტეთ, ქართველმა გიდმა იამ გემრიელი ნუგბარი შემოგვთავაზა. სოსისის ფორმის ტკბილეული, ყურძნის წვნიანი კანით, რომელშიც კაკლები იყო ჩაწყობილი. იამ სიცილით გვითხრა, რომ ეს "ქართული სნიკერსია". ვფიქრობდი, ყველა ქართველი ქალი ასეთი ლამაზია, თუ მეჩვენება მეთქი. ამდენი ლამაზი ქალი არსად მინახავს. გოგონებს ხორბლისფერი კანი და თაფლისფერი თვალები ჰქონდათ. შევნიშნე, რომ ასაკოვან ქალებს მხოლოდ შავი ფერის კაბები ეცვათ. ექსკურსიაზე მცხეთაში წავედით - სვეტიცხოველი და სამთავრო ვინახულეთ", - წერია სტატიაში.

წყარო: ambebi.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა