|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე "წლის ლუარსაბ თათქარიძედ" დასახელდა

თით­ქ­მის ყვე­ლა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­და­ნაა აღე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან ვის რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­სა თუ ზღაპ­რის პერ­სო­ნაჟს ადა­რებთ? - რეს­პონ­დენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე გა­ა­კე­თა. ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი და რეს­პონ­დენ­ტ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი ასე­თია:


"წლის ნა­ცარ­ქე­ქი­ა" - ეს სა­ხე­ლი, ხალ­ხის აზ­რით, ყვე­ლა­ზე მე­ტად, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევრს, გო­გა ხა­ჩი­ძეს "უხ­დე­ბა", რად­გან მუდ­მი­ვად ყვი­რის, რეპ­ლი­კას ის­ვ­რის, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არა­ფერს აკე­თებს. ბა­ტო­ნი გო­გას გარ­და, ამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში პარ­ტი­ი­დან წა­სუ­ლი, მაგ­რამ შე­სა­ნა­ხი შვი­ლე­ბის გა­მო, კვლავ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლიც და­სა­ხელ­დ­ნენ. ხალ­ხის თქმით, ბა­ტონ კო­ბას სხვა პრობ­ლე­მა არ აწუ­ხებ­და და კა­ნონ­პ­რო­ექ­ტებს პრე­ზერ­ვა­ტი­ვის აკ­რ­ძალ­ვა­ზე წერ­და; ითხოვ­და, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი სხდო­მას ეროვ­ნუ­ლი ტან­საც­მ­ლით შე­მო­სი­ლე­ბი დას­წ­რე­ბოდ­ნენ, ეს კი ნამ­დ­ვი­ლად ნაც­რის ქექ­ვააო... არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს კი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ნაც­რის ქექ­ვა სხვას აბა, რას ნიშ­ნავ­სო? - ამ­ბობს ხალ­ხი.

"წლის ლუ­არ­საბ თათ­ქა­რი­ძე" - ეს ნო­მი­ნა­ცია უპი­რო­ბოდ, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს მი­ა­ნი­ჭეს. რო­გორც ხალ­ხ­მა გან­გ­ვი­მარ­ტა, ბა­ტო­ნი გუ­ბა­ზი ლუ­არ­სა­ბად მო­ნათ­ლეს იმი­ტომ, რომ სულ თვლემს და არა­ფერს აკე­თებს. 

იხილეთ სრულად
(ambebi.ge)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა