|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე უც­ნა­უ­რი სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ა­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში

არა­ფე­რი აახ­ლო­ებს ისე მსოფ­ლი­ოს ხალ­ხებს, რო­გორც სა­ერ­თო დღე­სას­წა­უ­ლი - ახა­ლი წე­ლი - მას ხომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნავს. რო­გორ ხვდე­ბი­ან ამ ულა­მა­ზეს დღე­სას­წა­ულს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში და რა უც­ნა­უ­რო­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს სა­ა­ხალ­წლო რი­ტუ­ალებს?
ავ­სტრია - აქ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი­სა და ბა­რა­თე­ბის გაგ­ზავ­ნის ტრა­დი­ცია XVIII ს-დან მო­დის. ავ­სტრი­ე­ლის სუფ­რა 31 დე­კემ­ბერს უხ­ვი უნ­და იყოს. ბევ­რი ფუ­ლი რომ ჰქონ­დეს, სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­ირ­თმევს ბარ­დას, ჯან­მრთე­ლო­ბა უნ­და? - მა­შინ პირ­შუშ­ხა უნ­და და­ა­გე­მოვ­ნოს. აი, კი­ბორ­ჩხა­ლა კი სუფ­რა­ზე არ უნ­და გა­ჭა­ჭან­დეს - ის ხომ უკან­-უ­კან და­დის! რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თულ დე­და­ქა­ლაქ ვე­ნას - ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი­ა!
ინ­გლი­სი - აქ ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად აღ­მარ­თუ­ლი ზა­რის რეკ­ვით ამ­ცნო­ბენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ზა­რის ხმა "მო­გუ­დუ­ლად" ის­მის, რად­გან ის სქე­ლი ქსო­ვი­ლი­თაა შე­ფუ­თუ­ლი, ნელ­-ნე­ლა ქსო­ვილს აც­ლი­ან და მე­თორ­მე­ტე ჩა­მო­რეკ­ვა ყვე­ლას ეს­მის, რად­გან ზა­რი უკ­ვე "შიშ­ვე­ლი­ა". ამას გარ­და, რო­ცა სა­ა­თი რე­კვას იწყ­ებს, ბრი­ტა­ნე­ლე­ბი სახ­ლის უკა­ნა კარს აღე­ბენ - ძვე­ლი წლის "გა­საბ­რძა­ნებ­ლად", ბო­ლო ჩა­მო­რე­კვას­თან ერ­თად კი სა­დარ­ბა­ზო კარს აღე­ბენ - ახა­ლი წლის შე­მო­საბ­რძა­ნებ­ლად.
ბრა­ზი­ლი­ა­ - ახა­ლი წლის ღა­მით რი­ო-­დე ჟა­ნე­ი­როს მკვიდ­რნი თეთ­რი ტან­საც­მლით იმო­სე­ბი­ან და სა­ჩუქ­რებს უძღ­ვნი­ან ზღვის ქალ­ღმერთ იე­მან­ჟეს. ზღვის ღვთა­ე­ბის თაყ­ვა­ნის­ცე­მა შთა­მო­მავ­ლებს იმ აფ­რი­კე­ლე­ბის­გან გა­და­ე­ცა, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ბრა­ზი­ლი­ა­ში მო­ნე­ბად გა­ლე­რე­ბით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. ქალ­ღმერთისთვის განკუთვნილ საჩუქრებს - ყვა­ვი­ლებს, თეთრ სან­თლებს, პარ­ფი­უ­მე­რი­ას, სარ­კე­ებს პა­ტა­რა ნა­ვე­ბით უშ­ვე­ბენ წყალ­ში და მად­ლო­ბას სწი­რა­ვენ მიმა­ვა­ლი წლის­თვის.
ია­პო­ნია - ამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ა­ხალ­წლო აქ­სე­სუ­ა­რი ბამ­ბუ­კის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, მდიდ­რუ­ლად მორ­თულ­-მო­ხა­ტუ­ლი ამუ­ლე­ტი კუ­მა­დე - ფოჩხ­ი­ა, ბედ­ნი­ე­რე­ბის "მო­სახ­ვე­ტად". მისი ზო­მა 10 სმ-დან 1,5 მეტ­რსაც აღ­წევს. წლის ღვთა­ე­ბის "მო­სა­თაფ­ლად" კი ია­პო­ნე­ლე­ბი სახ­ლის წინ კა­დო­მა­ცუს - სა­მი ბამ­ბუ­კის ჯო­ხის პა­ტა­რა ჭიშ­კარს აღ­მარ­თა­ვენ. ასე­ვე შუ­ა­ღა­მით 108-ჯერ ჩა­მოკ­რა­ვენ ზარს. ია­პო­ნელ­თა რწმე­ნით, თი­თო ჩა­მო­რეკ­ვა თი­თო ადა­მი­ა­ნურ მან­კი­ე­რე­ბას "კლავს", და­ნარ­ჩე­ნი კი - მან­კი­ე­რე­ბე­ბის აჩ­რდი­ლებს.

იქა­ურ სუფ­რა­ზეც ყვე­ლა­ფე­რი სიმ­ბო­ლუ­რია - გრძე­ლი მა­კა­რო­ნი - ხან­გრძლი­ვი სი­ცოცხ­ლის სიმ­ბო­ლო­ა, ბრინ­ჯი - ქონების, ლო­ბიო - ჯან­მრთე­ლო­ბის.
ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს, გა­თე­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ია­პო­ნე­ლე­ბი გა­რეთ გა­დი­ან, მზის ამოს­ვლას ეგე­ბე­ბი­ან და პირ­ვე­ლი სხი­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რე­ბით ულო­ცა­ვენ ახალ წელს.
წყარო: ambebi.ge 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა