|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ მიულოცა პაპმა მონაზვნებს ახალი წელი

ესპანელმა მონაზვნებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ რომის პაპმა ფრანცისკ I მათ ახალი წელი მობილურით მიულოცა.

პაპი და მონაზვნები ადრე ბუენოს-აირესში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდნენ და როგორც ჩანს, ძველი მეგობრებისთვის ახალი წლის მილოცვა ფრანცისკმა ორიგინალური ხერხით გადაწყვიტა. როდესაც მან მონაზვნებს დაურეკა, ისინი ლოცულობდნენ და პასუხი ვერ გასცეს, ამიტომ ფრანცისკმა მეგობრებს შეტყობინება დაუტოვა და მოგვიანებით გადარეკა.

"საუბრობს პაპი ფრანცისკი. მინდოდა წლის ბოლოს მოგსალმებოდით. მოგვიანებით გადმოვრეკავ. ღმერთი გფარავდეთ", - ეს შეტყობინება დატოვა პაპმა მობილურში.

და ადრიანამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ეს მილოცვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მოულოდნელია. "ჩვენ 15 წელი ვმეგობრობდით, არ მეგონა, რომ გავახსენდებოდი", - ამბობს ის.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნოიპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა