|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: ქუთაისელები პატრიარქის ეპისტოლეზე - შემოგზავნილ ხალხს რა გამოლევს

ქუთაისში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა.

newpress.ge -ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 80 ადამიანიდან 60 ამბობს, რომ ეპისტოლე ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რომელიც საზოგადოების უმრავლესობამ არასწორად გაიგო.

გამოკითხული 20 ადამიანი თვლის, რომ პატრიარქს შესწორება არ სჭირდება. თუმცა,  მათივე აზრით, ეპისტოლეს გამო აღშფოთებული საზოგადოება, თავის მხრივ, მართალია.

"ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალია.  სულიერ ლიდერს ებრძვიან და ამიტომ პატრიარქს უკეთებენ იგნორს",  - ასეთია ქუთაისელთა შეფასება.



პატრიარქმა წლევანდელ საშობა ეპისტოლეში ვრცლად მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინაარე სოციალურ-პოლიტიკური საკითხები. სხვადასხვა საკითხებთან ერთად ის, ასევე, შეეხო სექსუალურ უმცირესობებსა და სუროგაციით დაბადებულ ბავშვებს.

პატრიარქის  ეპისტოლეს მიხედვით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები განწირულები არიან მარტოობისთვის, ხოლო ის ოჯახი, სადაც ასეთი ბავშვები ჰყავთ, ბედნიერი ვერ იქნება. ეპისტოლეში მოყვანილმა ამ ფრაზებმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც, ეპისტოლე და პატრიარქი გააკრიტიკეს. 

8 იანვარს ეპოსტოლეთი უკმაყოფილო არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და მოქალაქეებმა საპატრიარქოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. 

 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა