|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საშობაო გამოფენა 7-ის ნაცვლად 15 რიცხვში გაიმართა

ქუთაისში მხატვართა კავშირის ქუსის ორგანიზაციასან არსებულ საგამოფენო დარბაზში "ვარლა" გამოფენა გაიმართა. აღნიშნული დათვალიერება  საშობაო გამოფენის „სტატუსით“ მოეწყო.

ტრადიციული საშობაო გამოფენის 7-ის მაგივრად 15 რიცხვში გამართვას მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე  ასე ხსნის: "მოგეხსენებათ, შობას აღვნიშნავთ 7 რიცხვში, ყველა ზეიმობს, ზოგი ტაძარშია, ზოგი სტუმრად, ამიტომ დამთვალიერებელი არ მოდიოდა, ვერ იცლიდა. დღეს კი უყურებთ რამდენი ხალხი არის. მხატვრისთვის უკეთესია, თუკი გამოფენა არასადღესასწაულო, ნეიტრალურ დღეეში გაიმართება. დამთვალიერებლი უფრო იცლის და ყურადღების კონცეტრირებაც ნამუშევრებზე მეტია",  -  აღნიშნა გიორგი კიკვაძემ.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია წელიწადში სამ გამოფენას აწყობს. წლების წინ მეოთხე შემაჯამებელი გამოფენა თბილისში იმართებოდა. მხატვართა კავშირში ამ ტრადიციის აღდგენაზე საუბრობენ.

"შემაჯამებელი გამოფენის თბილისში გამართვის ტრადიცია აღდგება ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით. შემაჯამებელ გამოფენაზე ქუთაისური სამი გამოფენიდან შერჩეული ნამუშევრები გაიგზავნება", - აღნიშნა გიორგი კიკვაძემ.

ნამუშევრებს მხატვართა კავშირში არსებული 7 კაციანი კომისია შეარჩევს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა