|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეში ორი ბოთლი ლუდი, მეხსიერების დაქვეითებას აჩქარებს

ტვინის ცერებრული ქერქი აკონტროლებს ფიქრებისა და ენის ურთიერთქმედებას. ცერებრულ ქერქში ალკოჰოლის შეღწევისას ადამიანი მოდუნებული ხდება, თუმცა ტვინი თავისუფლდება ყოველგვარი უარყოფითი განცდისაგან. ლუდი ხელს უწყობს ადამიანის კრეატიულობას. თუმცა ლუდის გადაჭარბებული რაოდენობა მეხსიერებას აქვეითებს.

მამაკაცებს 40 წლის ზევით, რომლებიც სვამენ ორ და მეტ ბოთლ ლუდს დღეში, მეხსიერების დაქვეითება ემუქრებათ. ბრიტანელი მეცნიერები 5000 მამაკაცს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად აღმოაჩინეს, რომ ლუდის გადაჭარბებული სიყვარული იწვევს მეხსიერებისა და აზროვნების ნაადრევ დაქვეითებას.

კვლევის ავტორი დოქტორი სევერინ საბია, აცხადებს -" ჩვენი კვლევა ჩატარდა შუახნის მამაკაცებზე და დადგინდა რომ, ალკოჰოლიზმი იწვევს შემეცნებითი ფუნქციის სწრაფ გაუარესებას მამაკაცებში“

მომზადებულია fedpost.ru-ს მიხედვით

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა