|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მცხოვრებლებს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ

ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ორ თვეზე მეტია, რაც მათ სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ.

ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლების თქმითვე, მათი მხრიდან ათასგზის დაწერილი განცხადებების მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალიდან,  მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს.

„წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდნენ და დალიონ ეს წყალი, თუ დალევენ“ – ამბობენ ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები.

დაბინძურებულ წყალმომარაგებას, ლერმონტოვის ქუჩაზე მცხოვრებლები დაზიანებულ წყალგაყვანილობის მილებს უკავშირებენ.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში აცახდებენ, აღნიშნულ ქუჩაზე მილების აღდგენითი სამუშაოების დაწყება  ხვალიდან იგეგმება. 


ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა