|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში შშმ პირების დასაქმების ხელშემწყობი პროგრამა ამოქმედდება

იმერეთში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთა განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა იგეგმება. პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს, ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში დღეს  გაიმართა. პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება და მათ განათლებასა და დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა ხორციელდება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან და პროფესიული გადამზადების ცენტრებთან პარტნიორობით.

პროგრამა ორწლიანია და იგი 60-მდე ბენეფიციარის დასაქმებას ისახავს მიზნად.

თუმცა მანამდე ითვალისწინებს შშმ პირების დასაქმების საპილოტე პროგრამის შექმნას და მათ პროფესიულ გადამზადებას.

"ისინი, რომელთაც უკვე გააჩნიათ პროფესია, მოკლევადიან კურსებს გაივლიან, ხოლო მათ რომელთაც არა აქვთ პროფესია, უფრო ხანგრძლივი ვადით გადავამზადებთ", - განაცხადა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლიკა კილაძემ.

პროექტს უფრო შორსმიმავალი გეგმებიც გააჩნია და იგი შრომის კოსექსში შშმ პირთა დასაქმების უფლებების დაცვის ხელშეწყობის ინიცირებასაც გულისხმობს, ასევე სახელმწიფოს მიერ 7 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებათან დაკავშირებით სამინისტროებთან თანამშრომლობას.

აღნიშნულ პროექტს წინ უძღოდა სხვა პროექტებიც, რომლებიც საზოგადეობის ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის შემცირების საკითხებს ეხებოდა. "ჩვენი სურვილია პოტენციურ დამსაქმებლებს დავანახოთ ამ პროექტის შედეგები  და წარმატებული მაგალითები რაც შეიძლება მივიღოთ", - აღნიშნა ლიკა კილაძემ.

პროექტი დასაქმების კონსულტანტების გადამზადებასაც გულისხმობს, ასევე დასაქმების ცენტრის შექმნას.

პროექტში ჩრთულები იქნებიან შშმ პირთა უფლებების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციები, ადგილობრივი მეწარმეები, იმერეთის მხარის ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

პროექტის სამოქმედო არიალს იმერეთის რეგიონი წარმოადგენს.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა